მთა თავისუფლებაა ქალაქის ხმაურისგან და გამოწვევა მათთვის, ვინც აქტიურ ცხოვრებას ირჩევს. თუმცა, იმისათვის, რომ სრიალით ან ლაშქრობით მაქსიმალური სიამოვნება მიიღო, შესაბამისი მომზადება გჭირდება. სწორედ ამ დროს ინტერესდები ხარისხიანი სალაშქრო-სათხილამურო ინვენტარით, რომელიც შენს კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ჩვენთან დაგხვდება ყველაფერი, რაც აქტიური დასვენებისთვის გჭირდება - იქნება ეს ზამთრის კურორტი თუ რთული სამთო ბილიკი. Dressup.ge გთავაზობს მსოფლიოში აღიარებული ბრენდების კოლექციებს, რომლებიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამძლეობასა და გამორჩეულ დიზაინს.

მზადება თოვლისთვის: სათხილამურო ქურთუკი და შარვალი

ზამთრის სპორტი სპეციფიკურ ჩაცმულობას მოითხოვს. ჩვეულებრივი თბილი ტანსაცმელი ტრასაზე ხშირად არასაკმარისია. აქ მთავარია ბალანსი სითბოს შენარჩუნებასა და სხეულის სუნთქვას შორის. ჩვენი კოლექცია მოიცავს ისეთ მოდელებს, რომლებიც სპეციალურად სრიალისთვისაა შექმნილი. 

სწორად შერჩეული სათხილამურო ქურთუკი გადამწყვეტია მთაში კომფორტულად ყოფნისთვის. Jack Wolfskin-ის, Mammut-ისა და სხვა წამყვანი ბრენდების მოდელები აღჭურვილია წყალგაუმტარი და ქარგაუმტარი მემბრანებით. ეს ნიშნავს, რომ თოვლი და სისველე შიგნით ვერ შეაღწევს, ხოლო აქტიური მოძრაობისას სხეული არ გადახურდება. 

ქურთუკთან ერთად აუცილებელია შესაბამისი სათხილამურო შარვალი. ის არ უნდა გზღუდავდეს მოძრაობაში და უნდა იყოს საკმარისად გამძლე, რომ დაცემის ან თოვლთან კონტაქტის დროს არ დასველდეს. 

თუკი ერთიანი სტილი უფრო მოგწონს და გინდა, რომ თოვლის შეღწევის შანსი ნულამდე დაიყვანო, სათხილამურო კომბინიზონი შესანიშნავი არჩევანია. ეს განსაკუთრებით პრაქტიკულია ღრმა თოვლში სრიალისას. სრულყოფილი ეკიპირებისთვის არ დაგავიწყდეს დეტალები: მაგალითად, სათხილამურო სათვალე იცავს თვალებს ქარისგან, თოვლისგან და მზის მავნე სხივებისგან. 

სალაშქრო ფეხსაცმელი და ბათინკები: საიმედო ნაბიჯები

მთაში სიარულისას ყველაზე დიდი დატვირთვა ფეხებზე მოდის. ამიტომ, ფეხსაცმლის შერჩევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი კატეგორია მორგებულია როგორც მსუბუქი სეირნობის მოყვარულებზე, ასევე რთული რელიეფის დამპყრობლებზე. აქ ნახავ ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Salomon, Merrel, Jack Wolfskin, Mammut, Dolomite და სხვა. მათი სალაშქრო ბათინკები გამოირჩევა გამძლე ძირით, რომელიც არ სრიალებს სველ ან ქვიან ზედაპირზე. ბევრი მოდელი იყენებს GORE-TEX ტექნოლოგიას, რაც წყალგაუმტარობასა და ვენტილაციას უზრუნველყოფს. ეს ნიშნავს, რომ მდინარეზე გადასვლისას ან წვიმაში სიარულისას ფეხი მშრალი დაგრჩება. ზამთრის პერიოდში ან თოვლიან რელიეფზე დაგჭირდება თბილი სათხილამურო ბათინკი (იგულისხმება ზამთრის მაღალყელიანი ფეხსაცმელი), რომელიც დაბალ ტემპერატურას უძლებს. უფრო მსუბუქი ბილიკებისთვის კი დაბალყელიანი სალაშქრო ფეხსაცმელი ან ტრეკინგის ბოტასები უფრო კომფორტული იქნება.

სტილი და ფუნქციურობა ერთ სივრცეში

თანამედროვე სამყაროში სპორტული ტანსაცმელი მხოლოდ ფუნქციურ დატვირთვას აღარ ატარებს. ის შენი იმიჯის ნაწილია. Dressup.ge-ზე წარმოდგენილი სათხილამურო ტანსაცმელი და სალაშქრო ნივთები გაძლევს საშუალებას, მთაშიც გემოვნებიანად გამოიყურებოდე. 

ფერადი ქურთუკები, მოდური აქსესუარები და დახვეწილი დიზაინის ფეხსაცმელი დაგეხმარება, შექმნა გამორჩეული ლუქი. ჩვენ გვჯერა, რომ როცა თავს კარგად გრძნობ და შენი სტილი მოგწონს, თავდაჯერებულობაც იმატებს, რაც სპორტულ აქტივობებში წარმატების მიღწევას უწყობს ხელს. კოლექციაში ასევე ფართოდ არის წარმოდგენილი სხვადასხვა სათხილამურო ნივთები, რომლებიც კომფორტს შეგიქმნის.

როგორ შევარჩიოთ შესაფერისი სალაშქრო და სათხილამურო აქსესუარები?

ჩვენ ვიცით, რომ ონლაინ შოპინგისას, განსაკუთრებით როცა საქმე სპორტულ ეკიპირებას ეხება, ზომის ან მოდელის შერჩევა ზოგჯერ რთულია. ფიქრობ: „მომერგება თუ არა ეს სათხილამურო ფეხსაცმელი?“ ან „როგორი იქნება ქურთუკი რეალურად?“. სწორედ ამიტომ შევქმენით სერვისი „მოირგე“. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც ონლაინ ყიდვას ფიზიკურ მაღაზიაში ვიზიტს უტოლებს, ოღონდ სახლიდან გაუსვლელად. როგორ მუშაობს „მოირგე“? 

1. ირჩევ სასურველ პროდუქციას (მაგალითად, რამდენიმე ზომის ბათინკს ან სხვადასხვა მოდელის ქურთუკს). 

2. ჩვენი კურიერი მოგიტანს შეკვეთას თბილისის მასშტაბით. 

3. გაქვს 20 წუთი, რომ მშვიდად მოიზომო ყველაფერი. 

4. იტოვებ მხოლოდ იმას, რაც ზუსტად მოგერგება და მოგეწონება, დანარჩენს კი კურიერს ატან. 

გარდა ამისა, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს გადახდის მოქნილ სისტემას და უფასო მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით სტანდარტული სერვისით.

აქსესუარები სრული კომფორტისთვის

ეკიპირება არ სრულდება მხოლოდ ქურთუკითა და ფეხსაცმლით. კომფორტისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული სპორტული აქსესუარები. თბილი ქუდი, ხელთათმანები, ხარისხიანი ზურგჩანთა - ეს ის ნივთებია, რომლებიც ერთი შეხედვით წვრილმანია, მაგრამ გადამწყვეტ როლს თამაშობს. მაგალითად, კარგი ხელთათმანი არ უნდა სველდებოდეს და სითბოს უნდა ინარჩუნებდეს, ხოლო ზურგჩანთა ისე უნდა იყოს კონსტრუირებული, რომ ზურგი არ დაგიტვირთოს. ჩვენთან ნახავ Mammut-ისა და  Fjallraven-ის და სხვა ბრენდების აქსესუარებს, რომლებიც შეავსებს შენს სალაშქრო თუ სათხილამურო აღჭურვილობას. შეარჩიე შენი თავგადასავალი დღესვე. მთები გელოდება, შენ კი უკვე იცი, სად იპოვო საუკეთესო ეკიპირება.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
შარვლის სიგრძე
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას