წვეულების კოლექცია
წვეულების კოლექცია ონლაინ
განსაკუთრებული საღამოები განსაკუთრებულ სამოსს მოითხოვს. როდესაც წვეულება ახლოვდება, ხშირად მთავარი საზრუნავი ისეთი ლუქის შერჩევაა, რომელიც თან მოდურია, თან შენს ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს და თან, იდეალურ შემთხვევაში, მთელი საღამოს განმავლობაში თავს კომფორტულად გაგრძნობინებს, მაშინაც კი როდესაც უკვე იღლები.
სწორედ იმისთვის, რომ შენს სტილზე მორგებული გამოსასვლელი კაბები თუ ელეგანტური ფეხსაცმელები მარტივად შეარჩიო, ონლაინ მაღაზია dressup.ge გთავაზობს კოლექციას, სადაც მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ყველაზე ეფექტური მოდელებია თავმოყრილი. ჩვენს კატალოგში წარმოდგენილია 100% ორიგინალი პროდუქცია ისეთი საერთაშორისო სახელებისგან, როგორც Michael Kors, Liu Jo, Karl Lagerfeld, Guess და, მათთან ერთად, ქართული მოდის ერთ-ერთი წამყვანი სახელი, Materiel.
როგორ შევარჩიოთ ტანსაცმელი წვეულებისთვის ონლაინ?
ჩვენი კოლექცია ისე შევარჩიეთ, რომ ყველა ქალს, სტილისა და ხასიათის მიუხედავად, შეძლებოდა საღამოსთვის გამორჩეული კაბის არჩევა. თუ მხიარული და თამამი სტილი გიზიდავს, ჩვენი ქალის საღამოს კაბები ბრჭყვიალა დეტალებით და თამამი ფერებით შენთვისაა. ხოლო თუ უფრო ელეგანტური სილუეტები გირჩევნია მაშინ მონოქრომული, მაქსი გამოსასვლელი კაბები უფრო დაგაინტერესებს.
საბოლოო არჩევანი მხოლოდ შენს გემოვნებასა და ღონისძიების ფორმატზეა დამოკიდებული. განსაკუთრებული წვეულება მხოლოდ გართობას არ გულისხმობს. ჩვენი ქალის ტანსაცმელი წვეულებისთვის ასევე მოიცავს ელეგანტურ პიჯაკებსა და ბლუზებს თუ უფრო ოფიციალური, საქმიანი ფორმატის შეხვედრისთვის ემზადები.
წვეულებას შესაბამისი ფეხსაცმელიც სჭირდება. ჩვენს კოლექციაში წარმოდგენილი ქალის კლასიკური ფეხსაცმელი (კლასიკური მაღალქუსლიანი მოდელები თუ დახვეწილი სანდლები) ლუქს საუკეთესოდ შეკრავს. დასრულებულ სახისთვის კი შეგიძლია რამდენიმე მცირე შტრიხიც დაამატო - შესაბამისი პატარა ჩანთა და სამკაულები იერს მეტ მომხიბვლელობას შესძენს.
ჩვენ ისიც გვესმის, რომ წვეულებისთვის ტანსაცმლის ონლაინ შეძენა შესაძლოა სარისკო იყოს. ამიტომ გთავაზობთ ინოვაციურ “მორგე” სერვისს. ონლაინ შოპინგისას, შეგიძლია შეუკვეთო 10-მდე პროდუქტი, რომლებსაც კურიერი მთელი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს. შემდეგ 20 წუთი დაგელოდება, სანამ შერჩეული მოდელებს მოიზომებ. შენ იტოვებ მხოლოდ იმას, რაც გერგება, ხოლო დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.