- ახალი
Fjällräven Karla Pro Trousers Curved W – ქალის გამძლე და მრავალმხრივი სალაშქრო შარვალი Curved Fit მორგებით. მოდელი გამოირჩევა გამოკვეთილი, მომრგვალებული წელითა და დამატებითი სივრცით თეძოებსა და დუნდულების არეში.
კლასიკური Karla Trousers-ის ეს განახლებული Pro ვერსია შექმნილია დახვეწილი სილუეტითა და ჭრით, რათა უკეთ მოერგოს სხეულს და უზრუნველყოს მოძრაობის მაქსიმალური თავისუფლება – ლაშქრობისას, მთაში თუ ტყეში სიარულისა და ნაბიჯების გადადგმის დროს. ძირითადი მასალა არის ქარგაუმტარი და წყალგამძლე G-1000 Silent, რომელიც რბილი, ოდნავ ბუსუსიანი ზედაპირით გამოირჩევა. მუხლები და დუნდულების ზონა წინასწარ ფორმირებულია, ხოლო წელის ზოლი უკანა მხარეს ოდნავ აწეულია ზურგჩანთის კომფორტულად ტარებისთვის. შარვალს გააჩნია ორი ბარძაყის ჯიბე (ერთი ელვასაკრავით, მეორე ღილებით – მობილურის ბადისებრი შიდა ჯიბით), მულტი-ინსტრუმენტის ჯიბე, ორი ღია ხელის ჯიბე და ორიც უკანა ჯიბე სარქველებით. ტოტების ბოლოები არის დაუმუშავებელი, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად მოირგოთ თქვენი სიმაღლის მიხედვით.
მოვლის ინსტრუქცია:
- რცხვა: სტანდარტული რეჟიმი 40°C-ზე
- გაშრობა: მანქანაში შრობა დაუშვებელია
- დაუთოება: დაბალ ტემპერატურაზე, მაქსიმუმ 110°C
- სხვა რეკომენდაციები: არ გამოიყენოთ ქსოვილის დამარბილებელი, გარეცხეთ მსგავსი ფერის სამოსთან ერთად. დაუშვებელია მათეთრებელი და ქიმწმენდა.
- ბრენდი
- Fjällräven
- კატეგორია
- ტანსაცმელი
- ქვე-კატეგორია
შარვალი
- ტიპი
- ყოველდღიური შარვალი
- ბრენდის ქვეყანა
- შვედეთი
- შემადგენლობა
- პოლიესტერი
- შემადგენლობა დეტალურად
- 65% პოლიესტერი (გადამუშავებული), 35% ბამბა (ორგანული)
- სეზონი
- ყველა სეზონი
- სქესი
- ქალი
- ფერი
- ნაცრისფერი