- ახალი
მზისგან დამცავი სახის თხელი კრემის მსუბუქი ფორმულა 100%-ით მინერალური ფილტრებით და სინათლის ამრეკლი glow-პიგმენტებით, მორინგას მკვებავი ზეთითაა გამდიდრებული. 24 საათით ატენიანებს კანს, ბზინვარებას მატებს და არ ტოვებს თეთრ ფენას. არ შეიცავს სურნელოვან დანამატებს, ოქტოკრილენს, ოქტინოქსატსა და ოქსიბენზონს. ლოსიონის მზისგან დაცვის ეფექტურობის შესანარჩუნებლად უმჯობესია არ შეურიოთ სხვა კრემებს
- 100%-ით მინერალური ფილტრები
- მყისიერი UVA/UVB დაცვა
- არ შეიცავს ოქტოკრილენს, ოქტინოქსატსა და ოქსიბენზონს
- არ არის პარფიუმირებული
- ბუნებრივი glow სინათლის ამრეკლი პიგმენტებით
- გამდიდრებულია მორინგას ზეთით
- 24-საათიანი დატენიანება
- შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის, მათშორის მგრძნობიარე კანისთვისაც
- არ ტოვებს თეთრ ფენას
- არ შეურიოთ სხვა კრემებს
გამოყენების რეკომენდაციები: მზისგან დამცავი საშუალება მზეზე გასვლამდე უხვად წაისვით. დაცვის შესანარჩუნებლად ხელახლა წაისვით რამდენჯერმე, განსაკუთრებით წყალში ყოფნის, გამშრალებისა და ოფლიანობის შემდეგ.
მუქი კანის შემთხვევაში თეთრი ფენის წარმოქმნის ალბათობა რომ შემცირდეს და კრემი თანაბრად გადანაწილდეს, რეკომენდებულია:
- გამოყენებამდე კრემი ხელისგულებს შორის ოდნავ გაათბეთ
- სახისთვის გამოიყენეთ დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზი
- კრემის რეკომენდებული რაოდენობა ეტაპობრივად, მონაკვეთებად წაისვათ
- კრემის წასმისას ზედმეტად ნუ დააწვებით თითებს და ნუ შეიზელთ. თითების ნაზი დარტყმებით წაისვით სახეზე და დააფიქსირეთ
- დააყოვნეთ, რომ ყოველი ფენა კარგად შეიწოვოს და წაისვით შემდეგი ფენა
მინერალური ფილტრები: ქიმიური მზისგან დამცავი კრემებისგან განსხვავებით, რომლებიც შთანთქავენ ულტრაიისფერ გამოსხივებას და გარდაქმნიან სითბოდ, მინერალური ფილტრები (თუთიის ოქსიდი და ტიტანის დიოქსიდი) პაწაწინა სარკეებივით მოქმედებენ, ქმნიან დამცავ ფენას, ფიზიკურად ირეკლავენ ულტრაიისფერ სხივებს და უზრუნველყოფენ ფართო სპექტრის დაცვას, როგორც UVA (დაბერების), ასევე UVB (დამწვრობის) სხივებისგან.
შემადგენლობა: წყალი, თუთიის ოქსიდი, მზესუმზირის ზეთი, კოკო-კაპრილატი/კაპრატი, ტიტანის დიოქსიდი (ნანო), პოლიგლიცერილ-6 სტეარატი, გლიცერილ/კაპრილ ტრიგლიცერიდი, ნეტილენგლიკოლი, გლიცერინი, სტეარინმჟავა, უნდეკანი (ალკანი), პოლიგლიცერილ-10 ლაურატი, მორინგას თესლის ზეთი, ცეტეარილ ალკოჰოლი, ჟოჟობას ზეთი, ჰემატოკოკუსის ექსტრაქტი, ლიმონმჟავა, აკაციის გუმი, ვიტამინი E, ბისაბოლოლი, ლეციტინი, პოლიგლიცერინ-3 პოლირიცინოლეატი, ტრიდეკანი, კაპრილილგლიკოლი, ნატრიუმსტეაროილგლუტამატი, პოლიგლიცერილ-6 ბეჰენატი, ქსანთანი, იზოსტეარინის მჟავა, სტეარინის მჟავა, მიკა, ალუმინის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი
- ბრენდი
- WELEDA
- ბრენდის ქვეყანა
- შვეიცარია
- კატეგორია
- სახის მოვლა
- ქვეკატეგორია
- სახის დატენიანება
- ტიპი
- სახის დამატენიანებელი ლოსიონი
- შემადგენლობა
- წყლის ბაზა
- მოცულობა
- 30 ml