მამაკაცის სამგზავრო ჩანთა ონლაინ

მოგზაურობის კომფორტის საყრდენი ღერძია სანდო აღჭურვილობა, არ აქვს მნიშვნელობა ხანმოკლე საქმიან ვიზიტზეა საუბარი თუ ხანგრძლივ შვებულებაზე. ხარისხიანი კაცის სამგზავრო ჩანთა უბრალოდ ნივთების შესანახად არ გვჭირდება. ის უსაფრთხოებისა და კომფორტის საკვანძო ელემენტია - და, ამასთან ერთად, დღევანდელ მოდის სამყაროში სტილის გამომხატველი ერთ-ერთი ატრიბუტიცაა.

როდესაც გზაში ხარ, გჭირდება საიმედო პარტნიორი, რომელიც გაუძლებს დატვირთვას და დაიცავს შენს ნივთებს. სწორედ ამიტომ, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ კლასის სამგზავრო ჩანთებისა და ჩემოდნების ექსკლუზიურ კოლექციას მსოფლიოში აღიარებული ბრენდებისგან. ჩვენს კატალოგში თავმოყრილია ისეთი ინდუსტრის გიგანტების 100% ორიგინალი პროდუქცია, როგორც Tumi, Samsonite, Bric's, Delsey Paris, American Tourister და Lacoste. ჩვენთან აუცილებლად იპოვი შენი საჭიროებების შესაბამის მოდელს.

შეიძინე სამგზავრო ჩანთები ონლაინ

თუ გეგმავ შაბათ-კვირის ქალაქგარეთ გატარებას, აუცილებლად გჭირდება მსუბუქი და ამავდროულად ტევადი სამგზავრო ჩანთა, რომელიც თან მარტივი სატარებელია და თან ბოლო წუთს შეძენილ სუვენირებსაც მარტივად დაიტევს. ხანგრძლივი მოგზაურობისთვის კი უმჯობესია მაღალტექნოლოგიური გამძლე მასალებისგან  დამზადებული ჩემოდანი შეიძინო: პოლიკარბონატისგან, ალუმინისა თუ ბალისტიკური ნეილონისგან დამზადებული ჩემოდნები გრძელ გზაზე უფრო საიმედოდ იცავენ ტვირთს. თან ამ მოდელებს აქვთ მსუბუქი კონსტრუქცია, გამძლე გორგოლაჭები და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები (როგორც, TSA საკეტი), რათა უცხო გარემოშიც მაქსიმალურად დაცულად იგრძნო თავი.

ამასთან, ელეგანტური სამგზავრო ჩანთა დღეს ერთ-ერთი ყველაზე ადვილად შესამჩნევი აქსესუარია, თუ გინდა შენი საერთო იმიჯი მცირე ძალისხმევითაც კი მაქსიმალურად მიმზიდველი გამოჩნდეს. მაგალითად, თუ საქმიანი მოგზაურობისას უცებ გინდა დამხვედრ საქმიან პარტნიორზე შთაბეჭდილება მოახდინო, კლასიკური ხარისხიანი კაცის ტანსაცმელი დაუწყვილე შესაბამისი, დახვეწილი დიზაინის ბარგს. აუცილებელი არ არის, ეს ჩემოდანი იყოს - კოლექციაში შეხვდები პრაქტიკულ ზურგჩანთებსა და მცირე ზომის ხელბარგს, რომელიც თვითმფრინავის სალონში ასატანად იდეალურია.

ინდივიდუალური სტილის, გემოვნების თუ სტატუსის ხაზგასასმელად, გაითვალისწინე რომ მნიშვნელოვანია სხვა ტიპის კაცის აქსესუარებიც. მაგალითად ტევადი კლასიკური ჩანთა, საფულე თუ პასპორტის ჩასადები. თანაც, როდესაც ამგვარი წვრილმანები ხარისხიანია, მგზავრობის პროცესიც ბევრად უფრო ორგანიზებული და სასიამოვნოა.

ჩვენი მოსახერხებელი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება, სწრაფად იპოვო ზუსტად ის ზომა (ხელბარგი თუ ჩასაბარებელი), ფერი და ბრენდი, რომელიც შენს მოთხოვნებს შეესაბამება. ონლაინ შოპინგის გასამარტივებლად, გამოიყენე ჩვენი ინოვაციური სერვისი „მოირგე“ - გამოიწერე 10-მდე ნივთი, კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებ. შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომელსაც იტოვებ. დანარჩენს კურიერი დაიბრუნებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას