• ახალი
ჟან ჟენე - ნოტრ-დამ-დე-ფლერი

ჟან ჟენე - ნოტრ-დამ-დე-ფლერი

Diogene
9789941119170
22,95 ₾
ზომა
ავტორი
ჟან ჟენე
ISBN
9789941119170
ენა
ქართული(თარგმანი)
ყდა
რბილი
გვერდების რაოდენობა
282
ბრენდი
Diogene
ბრენდის ქვეყანა
საქართველო
კატეგორია
წიგნები
ქვეკატეგორია
მხატვრული ლიტერატურა
ტიპი
რომანი

„ნოტრ-დამ-დე-ფლერი“ (Notre-Dame-des-Fleurs — ყვავილების ღვთისმშობელი) ფრანგი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ჟან ჟენეს სადებიუტო რომანია. ეს პოეტური და გროტესკული ტექსტი ჟენემ ფრესნის ციხეში დაასრულა, სადაც მარსელ პრუსტის წიგნის ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს.

ჟენესთვის წერა წესრიგის უარყოფაა — ეს არის ბრძოლა ისტორიის ყველა ეპოქის ზნეობრივ ნორმებთან, სოციალური ჰარმონიის უკუგდება და სისასტიკის გამომზეურება. „ნოტრ-დამ-დე-ფლერის“ ამოცანაც სწორედ ეს არის — შეახსენოს მკითხველს, რომ მაშინაც კი, როცა გგონია მყარ ნიადაგზე დგახარ და სინათლე გზას გიკვალავს, ბნელ კუთხეებში კვლავ ბუდობენ იდუმალი დემონები, რომლებიც წესიერების ნიღბის მიღმა სინამდვილის სხვა, უფრო ქაოსურ და მაცდურ სახეს აჩენენ.

რომანის სიუჟეტი დანაშაულისა და ვნების ფრანგულ ქვესამყაროში ვითარდება და იქმნება კრიმინალური, ჰომოეროტიკული პანორამა, სადაც მორალი თავდაყირა დგება და ცოდვა სანახაობად იქცევა. ჟენეს პერსონაჟები — ქურდები, მკვლელები და მეძავები — თავიანთ იდუმალ, თითქმის წმინდა ტრანსგრესიაში ახალ ესთეტიკას ქმნიან, რომელშიც სიბინძურე სილამაზესავით მკაფიოა. 

მიტანა მთელ საქართველოში უფასო
აირჩიე მიტანის დღე და დრო
სწრაფი მიტანა მაქს. 3 საათში
მოირგე სახლში 10-მდე ნივთი
დაამატე სასაჩუქრე შეფუთვა
გადაანაწილე გადახდა 0%
მარტივი დაბრუნება და გადაცვლა

მსგავსი პროდუქტები

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას