- ახალი
- ბრენდი
- I + M
- ბრენდის ქვეყანა
- გერმანია
- კატეგორია
- სხეულის მოვლა
- ქვეკატეგორია
- დეოდორანტი
- ტიპი
- კრემოვანი დეოდორანტი
- შემადგენლობა
- წყლის ბაზა
მგრძნობიარე კანის კრემი-დეოდორანტი მაგნიუმითა და თუთიით ეფექტურად, უსაფრთხოდ და ხანგრძლივად იცავს მგრძნობიარე, ალერგიისკენ მიდრეკილ კანს. დამაამებელი თუთიის ოქსიდი გაღიზიანებულ იღლიებს ამშვიდებს – განსაკუთრებით სასიამოვნოა გაპარსვის შემდეგ. არ ახშობს ფორებს და არ აფერხებს კანის ოფლწარმოქმნის ბუნებრივ რეგულაციას. არ შეიცავს სპირტს, ალუმინს, შაბს და სოდას. იდეალურია მათთვის, ვისაც სოდის აუტანლობა აქვს. ვიტამინი E კვებავს იღლიის მგრძნობიარე კანს. ნუშისა და ზეითუნის ზეთები არბილებს და აამებს გაღიზიანებულ კანს. არ შეიცავს ეთერზეთებს, ამიტომ დეზოდორანტს ნეიტრალური სურნელი აქვს.
გამოყენება: ბარდის მარცვლის ზომის დეოდორანტის კრემი წაისვით იღლიაში
გაითვალისწინეთ: დეოდორანტი რომელიც ალუმინის მარილებს/ალუმინის ქლორიდს ან შაბს შეიცავს, საოფლე ფორებს ავიწროებს და ახშობს, ბუნებრივ ოფლწარმოქმნას თრგუნავს და ორგანიზმის გაგრილებას აფერხებს. i+m დეზოდორანტები არ შეიცავს ალუმინის მარილებს, სპირტს და შაბს. არ ახშობს ფორებს, არ აფერხებს კანის ოფლწარმოქმნის ბუნებრივ რეგულაციას და გაგრილების სისტემა ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას – მხოლოდ უსიამოვნო სუნის წარმოქმნა ფერხდება.
გაფრთხილება: ჩვეულებრივი დეოდორანტიდან ბუნებრივი კოსმეტიკის დეზოდორანტზე გადართვისას, თავდაპირველად შეიძლება ოფლწარმოქმნა გაძლიერდეს. მაგრამ როგორც კი თქვენი საოფლე ფორები ჩვეულ მდგომარეობას დაუბრუნდება ოფლწარმოქმნაც დარეგულირდება
აქტიური ინგრედიენტები
- მაგნიუმის კარბონატის ჰიდროქსიდი მინერალური წარმოშობისაა. მას სოდის მსგავსი დეზოდორაციული ეფექტი აქვს და განსაკუთრებით ფრთხილად მოქმედებს კანზე – ამოტომ იდეალურია მათთვის, ვისაც საკვები სოდის აუტანლობა აქვს.
- თუთიის ოქსიდს აქვს ანთების საწინააღმდეგო, შთამნთქმელი და ფორების შემავიწროებელი მოქმედება. ის აღადგენს გაღიზიანებულ და დაზიანებულ კანს. მცენარეული წარმოშობის თუთიის დირიცინოლეატი, მოქმედებს აგრეთვე, როგორც მსუბუქი დეოდორანტი.
Services General Block
-
მიტანა მთელ საქართველოში
უფასო
-
აირჩიე მიტანის დღე და დრო
-
სწრაფი მიტანა მაქს. 3 საათში
-
მოირგე სახლში 10-მდე ნივთი
-
დაამატე სასაჩუქრე შეფუთვა
-
გადაანაწილე გადახდა
0%
-
სწრაფი დაბრუნება და გადაცვლა