სწორად შერჩეული ყელსაბამი ყოველდღიურ ჩაცმულობას დახვეწილ დეტალს შემატებს, განსაკუთრებული შემთხვევისთვის კი გამორჩეული აქცენტი შეიძლება გახდეს. Dressup.ge-ზე სხვადასხვა სიგრძის, ფორმისა და დიზაინის ყელსაბამებს აღმოაჩენ, რომლებიც როგორც სადა ზედას, ისე საღამოს სამოსს მოუხდება. თხელი ჯაჭვი მინიმალისტური სტილისთვის კარგი არჩევანია, უფრო მასიური მოდელი კი მაშინ გამოგადგება, როცა ყურადღების გამახვილება აქსესუარზე გინდა.

შერჩევისას გაითვალისწინე სამოსის საყელოს ფორმა და ისიც, როგორ სიგრძეს ანიჭებ უპირატესობას. შეგიძლია ერთი ყელსაბამი დამოუკიდებლად ატარო ან სხვადასხვა სიგრძის რამდენიმე მოდელი ერთმანეთს შეუხამო. სასურველი ფერისა და დეტალების არჩევისას შენს სხვა სამკაულებსაც გადახედე, რათა ახალი აქსესუარი მათთანაც მოირგო.

აქსესუარები ყველა სტილისთვის

ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეძლებ შეიძინო როგორც კლასიკური და მინიმალისტური, ასევე ორიგინალური, თამამი დიზაინის ქალის ყელსაბამი, რომელიც ყურადღებას მიიპყრობს. კოლექციაში გვაქვს მაღალი ხარისხის მეტალისგან დამზადებული სამკაულები, მათ შორის, Kaleisi-ს დახვეწილი ვერცხლის ყელსაბამი, Pieces-ის გეომეტრიული ფორმის საკიდები, და GUESS-ის სადა თუ მსხვილი, გამორჩეულად სამახსოვრო ფორმის ყელსაბამები, რომლებიც ნებისმიერ სტილს განსაკუთრებულ შტრიხს სძენს.

როგორ ქალის სამკაული შევუხამოთ სხვა აქსესუარებს

ერთი აქსესუარი იშვიათად არის საკმარისი სრულად ინდივიდუალური ლუქის შესაქმნელად. იმისთვის, რომ საკუთარ სტილს მაქსიმალურად გაუსვა ხაზი, შერჩეულ ყელსაბამს შეგიძლია შეუხამო შესაფერისი სამაჯური, ბეჭედი ან საყურე. ჩვენს კოლექციაში მარტივად იპოვი ერთმანეთთან თავსებად მოდელებს და შექმნი ორიგინალურ კომბინაციას, რომელსაც სხვა არავინ ატარებს.

ონლაინ შოპინგი მარტივად

Dressup.ge-ზე შოპინგი მარტივია. შეარჩიე სასურველი ნივთი და ჩვენ მას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ. სტანდარტული მიწოდება სრულიად უფასოა. თუ თბილისში ცხოვრობ, შეგიძლია ისარგებლო „მოირგე“ სერვისითაც – შეუკვეთე რამდენიმე მოდელი და გადაიხადე მხოლოდ იმ ნივთის საფასური, რომელსაც დაიტოვებ.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
₾ ₾
ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას