ყელსაბამი
სწორად შერჩეული ყელსაბამი სტილს სრულიად გარდაქმნის. Dressup.ge-ზე იპოვი სხვადასხვა დიზაინის მოდელებს, რომლებიც მოუხდება როგორც შენს ყოველდღიურ ჩაცმულობას, ასევე დაგეხმარება განსაკუთრებული საღამოსთვის გამორჩეული ლუქის შექმნაში.
აქსესუარები ყველა სტილისთვის
ჩვენს ონლაინ მაღაზიაში შეძლებ შეიძინო როგორც კლასიკური და მინიმალისტური, ასევე ორიგინალური, თამამი დიზაინის ქალის ყელსაბამი, რომელიც ყურადღებას მიიპყრობს. კოლექციაში გვაქვს მაღალი ხარისხის მეტალისგან დამზადებული სამკაულები, მათ შორის, Kaleisi-ს დახვეწილი ვერცხლის ყელსაბამი, Pieces-ის გეომეტრიული ფორმის საკიდები, და GUESS-ის სადა თუ მსხვილი, გამორჩეულად სამახსოვრო ფორმის ყელსაბამები, რომლებიც ნებისმიერ სტილს განსაკუთრებულ შტრიხს სძენს.
როგორ შევუხამოთ სხვა სამკაულს
ერთი აქსესუარი იშვიათად არის საკმარისი სრულად ინდივიდუალური ლუქის შესაქმნელად. იმისთვის, რომ საკუთარ სტილს მაქსიმალურად გაუსვა ხაზი, შერჩეულ ყელსაბამს შეგიძლია შეუხამო შესაფერისი სამაჯური, ბეჭედი ან საყურე. ჩვენს კოლექციაში მარტივად იპოვი ერთმანეთთან თავსებად მოდელებს და შექმნი ორიგინალურ კომბინაციას, რომელსაც სხვა არავინ ატარებს.
ონლაინ შოპინგი მარტივად
Dressup.ge-ზე შოპინგი მარტივია. შეარჩიე სასურველი ნივთი და ჩვენ მას საქართველოს ნებისმიერ წერტილში მოგიტანთ. სტანდარტული მიწოდება სრულიად უფასოა. თუ თბილისში ცხოვრობ, შეგიძლია ისარგებლო „მოირგე“ სერვისითაც – შეუკვეთე რამდენიმე მოდელი და გადაიხადე მხოლოდ იმ ნივთის საფასური, რომელსაც დაიტოვებ.