სამაჯური
ზოგჯერ ერთი პატარა დეტალი ცვლის ყველაფერს. სამაჯური სწორედ ასეთი აქსესუარია – მას შეუძლია შენს სტილს და განწყობას სრულიად ახალი ხასიათი შესძინოს. ის შენთან ერთადაა მთელი დღე, დილის ყავიდან დაწყებული, საღამოს მეგობრებთან შეხვედრით დამთავრებული. Dressup.ge-ზე წარმოდგენილია ბრენდების მრავალფეროვანი კოლექცია, სადაც იპოვი იმ ერთადერთ მოდელს, რომელიც შენს ინდივიდუალობას ზუსტად გამოხატავს.
მინიმალისტურიდან თამამ დეტალებამდე
ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ქალის სტილი უნიკალურია. ამიტომ, ჩვენს კოლექციაში ყველა გემოვნების სამოსს და აქსესუარს შეხვდები. ეძებ სადა, კლასიკურ ჯაჭვს? ჩვენთან იპოვი ისეთ აქსესუარებს, როგორიც არის ნაზი სამაჯური ვერცხლის დახვეწილი ელფერით, ან ელეგანტური ოქროს სამაჯური, რომელიც ნებისმიერ ლუქს უხდება. თუ უფრო თამამი დეტალები გიზიდავს, დაათვალიერე მასიური და ორიგინალური დიზაინის მოდელები. თითოეული სამაჯური ქალის კოლექციაში საგულდაგულოდაა შერჩეული, რომ შენი სტილი კიდევ უფრო საინტერესო გახადოს.
როგორ შეავრჩიოთ სამაჯური?
სწორი სამაჯურის არჩევა მარტივია, თუ შენს შინაგან ხმას მოუსმენ. დაფიქრდი, რა გინდა გამოხატო დღეს? იქნებ სიმშვიდე, ენერგია, თუ ელეგანტურობა? ჩვენი რჩევები დაგეხმარება:
ყოველდღიური სტილისთვის: შეარჩიე მსუბუქი და კომფორტული მოდელები, რომლებიც ხელს არ შეგიშლის. ერთი ან რამდენიმე წვრილი სამაჯური სადა და გემოვნებიანი არჩევანია.
განსაკუთრებული მომენტებისთვის: აირჩიე უფრო გამორჩეული, თვლებით ან საინტერესო დეტალებით გაფორმებული სამაჯური. ის დაასრულებს შენს სადღესასწაულო ლუქს.
როცა გინდა გამორჩეული იყო: ნუ შეგეშინდება ექსპერიმენტების. შეუხამე ერთმანეთს სხვადასხვა მასალისა და ფერის სამაჯურები და შექმენი შენი უნიკალური კომბინაცია.
თუ არჩევანის გაკეთება გიჭირს, გამოიყენე ჩვენი მოირგე სერვისი თბილისში. შეუკვეთე რამდენიმე მოდელი, მოიზომე სახლში და დაიტოვე ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონება.
შეავსე სტილი სხვა აქსესუარებით
შენი არჩეული სამაჯური კიდევ უფრო გამორჩეული გახდება, თუ მას სხვა დეტალებს შეუხამებ. Dressup.ge-ზე ქალის სამკაულები დიდ არჩევანს დაგხვდება, რომელიც შენს სტილს სრულყოფილს გახდის. დაათვალიერე სათვალეების კოლექცია, რომელიც შენს სახეს მოუხდება, ან შეარჩიე ჰაეროვანი შარფი გრილი საღამოებისთვის. გახსოვდეს, სტილი დეტალებშია.