ბევრი ქალისთვის ტანსაცმელი ინდივიდუალურიზმის ხაზგასმის საუკეთესო საშუალებაა. ბევრი ჩვენგანისთვის ლამაზი კაბა ხშირად არა უბრალოდ სამოსი, არამედ თვითგამოხატვის საშუალებაა. ხარისხიანი ქსოვილი და სილუეტი, რომელიც ფიგურას მომგებიანად უსვამს ხაზს განწყობაზეც დადებითად მოქმედებს. ასეთ კაბაში უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად ვგრძნობთ თავს.

ქალებისთვის, რომლებიც მუდმივად ეძებენ გარდერობში დასამატებლად გამორჩეულ, სახასიათო მოდელებს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე შევქმენით ექსკლუზიური კოლექცია, რომელშიც გავაერთიანეთ გამორჩეული კაბები მსოფლიოს წამყვანი ბრენდებისგან, მათ შორის DESIGUAL, Selected, SANDRO, Y.A.S და ა.შ.

აღმოაჩინე ქალის კაბების ექსკლუზიური ონლაინ კოლექცია

კოლექცია ისე შევადგინეთ, რომ ყველა ქალმა შეძლოს მისი სპეციფიკური სიტუაციისთვის შესაფერისი კაბის შერჩევა. მაგალითად, თუ თავისუფალი სტილის კაბა გჭირდება თბილ სეზონზე ყოველდღიურად სატარებლად, საუკეთესო არჩევანია მსუბუქი ტილოს ან თხელი ბამბის მოდელები. ოფიციალური შეხვედრებისთვის ან საოფისე გარემოსთვის, სადაც გარკვეული დრეს-კოდია დასაცავი კი კლასიკური მიდი კაბა ან კაბა პიჯაკი საუკეთესო გამოსავალია.

საბაზისო პატარა შავი კაბა ნებისმიერი ქალის გარდერობის აუცილებელი ატრიბუტია. ჩვენს კოლექციაში აღმოაჩენ როგორც სადა და უნივერსალურ, ისე უფრო თამამი დეტალებით და პრინტებით გაფორმებულ მოდელებს.

სრულყოფილი ლუქის შესაკრავად აუცილებლად დაგჭირდება შესაბამისი ფეხსაცმელი და აქსესუარები. თუ უფრო თამამი სტილის მოყვარული ხარ, კარგი არჩევანი იქნება სპორტული ფეხსაცმელი და მასიური, ორიგინალური ფორმის სამკაულები, რომლებიც სადა კაბასთან კონტრასტს ქმნის და სამახსოვრო იერს მოგანიჭებს. მინიმალიზმის მოყვარულებს კი მხოლოდ სადა მზის სათვალე და კლასიკური ფეხსაცმელი დასჭირდებათ, სადა და ელეგანტური ლუქის შესაქმნელად, რომლის მთავარი ფოკუსიც სწორედ კაბაა.

იმისთვის, რომ ონლაინ შოპინგი მაქსიმალურად კომფორტული იყოს, Dressup.ge გაძლევს საშუალებას მოწონებული ნივთები სახლიდან გასვლის გარეშე მოირგო. თბილისის მასშტაბით ონლაინ შოპინგისას შეგიძლია გამოიყენო ინოვაციური სერვისი “მოირგე” და გამოიწერო 10-მდე ნივთი დასატესტად. კურიერი შეკვეთას უმოკლეს დროში მოგიტანს და 20 წუთი დაიცდის, სანამ შენ ყველაფერს მოირგებ. იხდი მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას