ქალის ჩანთა ყოველდღიური ჩაცმულობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მასში აუცილებელ ნივთებს ინახავ და ამავდროულად შენს სტილს უსვამ ხაზს. Dressup.ge-ზე სხვადასხვა ზომის, ფორმისა და დიზაინის ჩანთებს აღმოაჩენ, რომელთა შერჩევაც ყოველდღიური გეგმებისა და პირადი გემოვნების მიხედვით შეგიძლია. სამსახურისა თუ სასწავლებლისთვის ტევადი მოდელი გამოგადგება, საღამოს გასვლისას კი შესაძლოა პატარა ჩანთა ამჯობინო.

არჩევისას გაითვალისწინე, რამდენი ნივთის ტარება გიწევს, რომელი ტიპის სახელურია შენთვის მოსახერხებელი და რა ფერები ჭარბობს შენს გარდერობში. სადა დიზაინის ჩანთა განსხვავებულ სამოსს კარგად ეხამება, გამორჩეული ფორმისა თუ დეკორატიული დეტალების მქონე მოდელი კი ჩაცმულობას დამატებით აქცენტს შესძენს.

ქალის ჩანთა ყოველი დღისთვის

ჩვენ გვჯერა, რომ იდეალური ჩანთა ყველა სიტუაციისთვის არსებობს. ამიტომ, ჩვენს კოლექციაში თავმოყრილია სხვადასხვა სტილის, ზომისა და ფორმის მოდელები, რათა შენი არჩევანი მაქსიმალურად გაგიმარტივოთ.

ყოველდღიური კომფორტი: ტევადი დიდი ჩანთები და პრაქტიკული ზურგჩანთები, რომლებიც იდეალურია სამსახურისთვის ან უნივერსიტეტისთვის.

მსუბუქი სეირნობა: ელეგანტური გადასაკიდი ჩანთები, რომლებიც თავისუფლებას გჩუქნის და ყველა საჭირო ნივთს იტევს.

განსაკუთრებული მომენტები: დახვეწილი კლატჩი ან პატარა ხელჩანთა, რომელიც შენს საღამოს ლუქს სრულყოფილს გახდის. ის იდეალურად შეეხამება საყვარელ კაბას.

მოგზაურობა: გამძლე და ფუნქციური სამგზავრო ჩანთები და ზურგჩანთები შენი დაუვიწყარი თავგადასავლებისთვის.

ქალის ბრენდული ჩანთები ცნობილი დიზაინერებისგან

Dressup.ge-ზე მხოლოდ მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს იპოვი. Michael Kors, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Giovanni Morra, ETAM, Vero Moda  – ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომელთა კოლექციებში აღმოჩენილი მოდელებიც შენს სტილს განსაკუთრებულ შტრიხს შესძენს. ჩვენი ბრენდების კოლექციებში შეხვდები როგორც კლასიკური სტილის ტყავის ჩანთებს, ასევე თანამედროვე, გამძლე მასალისგან შექმნილ მოდელებს. კლასიკური სტილის ჩანთის ფეხსაცმელთან იდეალურად შესახამებლად, დაათვალიერე მოცემულ კატეგორიაში წარმოდგენილი ქალის ტყავის ჩანთები და კატეგორია „მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი“. ყოველდღიური, კომფორტული სტილისთვის კი ეწვიე კატეგორიას „ბალერინა ფეხსაცმელი“.

შოპინგი ჩვენთან მარტივი და სასიამოვნოა. შეარჩიე სასურველი ქალის ჩანთა სახლიდან გაუსვლელად, ჩვენ კი შენაძენს საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოდ მოგიტანთ. ჩვენი ონალინ მაღაზია Dressup.ge შექმნილია იმისთვის, რომ სტილის პოვნის პროცესი შენთვის მაქსიმალურად კომფორტული იყოს. დაათვალიერე კოლექცია და იპოვე აქსესუარი, რომელიც შენი განუყოფელი ნაწილი გახდება.



ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
კატეგორია
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
₾ ₾
ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას