Dressup Loyalty - დრესაპის ლოიალობის ბარათი უკვე შენს ტელეფონში

Dressup Loyalty - დრესაპის ახალი, ლოიალობის აპლიკაციაა, რომელიც ფიზიკური ბარათის ციფრული ვერსიაა და მომხმარებლის ისტორიას, ბენეფიტებსა თუ სპეციალურ შეთავაზებებს ერთ სივრცეში აერთიანებს. ანუ ახლა ყველაფერი შენს ხელშია, შენს ტელეფონში.

ვის შეუძლია Dressup Loyalty-ის გამოყენება?

DressApp განკუთვნილია ყველასთვის, ვინც დრესაპის მაღაზიებში შოპინგობს - ონლაინ ან ფიზიკურ მაღაზიებში. აპის ჩამოტვირთვა უფასოა და მისი გამოყენება ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია.

მეტიც, აღარ არის აუცილებელი ფილიალში მისვლა და ფიზიკური ბარათის გახსნა. თითოეულ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ციფრული ბარათი აპლიკაციის საშუალებით აიღოს, ყოველგვარი შენაძენის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად.

რას გაძლევს DressApp?

DressApp ამარტივებს ლოიალობის პროგრამით სარგებლობას და გაძლევს სრულ კონტროლს შენს ბენეფიტებზე:

  1. დაგროვილი ქულების მარტივი შემოწმება რეალურ დროში

  2. ბარათის საფეხურისა და ფასდაკლების %-ის ნახვა

  3. შენაძენების ისტორიის გადახედვა

  4. საკუთარი დანაზოგის კონტროლი

  5. სიახლეებსა და შეთავაზებებზე ინფორმაციის მიღება პირველმა

მეტი, ვიდრე შოპინგი

Dressup Loyalty მხოლოდ შიდა შეთავაზებებით არ შემოიფარგლება. უახლოეს პერიოდში აპლიკაციაში გამოჩნდება პარტნიორების შეთავაზებები - სპეციალური ფასდაკლებები და ბენეფიტები სხვადასხვა კომპანიასთან, რაც შოპინგს მიღმაც მოგცემს უპირატესობას. ანუ, დაგროვილი ქულების გადაცვლას სხვადასხვა ვაუჩერში შეძლებთ, რომლის გამოყენებაც სრულად, ან თანხის დამატებითაა შესაძლებელი.

ყველაფერი ერთ ადგილას

Dressup Loyalty შექმნილია იმისთვის, რომ თითოეული მომხმარებლის გამოცდილება იყოს მარტივი, გასაგები და კომფორტული - ზედმეტი კითხვებისა და დამატებითი ბარათების გარეშე.

? ჩამოწერე Dressup Loyalty დღესვე და დაელოდე საინტერესო შეთავაზებებს - ყველაფერი უკვე შენს ტელეფონშია.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას