რა არის Collab X Dressup.ge?

Collab X Dressup.ge არის პროექტი, რომელიც აერთიანებს Dressup.ge-ს მრავალფეროვან კატეგორიებსა და კრეატიულ კონტენტს. პროექტი თანამშრომლობის შესაძლებლობას სთავაზობს დამწყებ ან გამოცდილ კონტენტ კრეატორებს - მათ უნდა შექმნან ვიდეო ან ფოტო კონტენტი Dressup.ge-ს წამყვანი ბრენდების პროდუქტებით, რომლებსაც თავიანთ აუდიტორიას საკუთარ სოციალურ ქსელებშივე გაუზიარებენ. 

ვის შეუძლია გახდეს Dressup.ge-ს კრეატორი?

მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ კრეატორს, ვისთვისაც მოდა და Lifestyle ტიპის კონტენტი თვითგამოხატვის მთავარი გზაა. Dressup.ge-ს მოდის მიმართულება მოიცავს ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო სტილს, სპორტულ და სალაშქრო-სათხილამურო ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა თუ აქსესუარებს. ბრენდი ასევე მოიცავს DressupHome-ის მიმართულებას, რომელიც სახლის კატეგორიის ნივთებს აერთიანებს. თუ ფიქრობ, რომ აქ ჩამოთვლილი რომელიმე მიმართულება გაინტერესებს და შეძლებ საინტერესო თემატური კონტენტის შექმნას, გამოაგზავნე განაცხადი.

ჩვენ ვეძებთ კრეატორს, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია:

  1. მაღალი ხარისხის ვიზუალური კონტენტის შექმნა;
  2. დინამიკური და საინტერესო ვიდეო მონტაჟი (Reels, TikTok);
  3. პროდუქტის უპირატესობების კრეატიულად წარმოჩენა;
  4. ინდივიდუალური საკომუნიკაციო სტილის შექმნა;

არის თუ არა მინიმალური შეზღუდვა გამომწერების რაოდენობაზე? 

პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ დამწყებ ან გამოცდილ კრეატორს - უპირატესობა მიენიჭება კრეატიულობას, აუდიტორიასთან ურთიერთობისა და კონტენტის ხარისხს. 

როგორ უნდა ჩავერთო Collab X Dressup.ge პროგრამაში?

კრეატორთა ბაზაში მოხვედრა მარტივია: შეავსე საიტზე არსებული ფორმა, რომელშიც უნდა მიუთითო: სახელი და გვარი, ასაკი, საკონტაქტო ნომერი და სოციალური არხების ბმულები. გახსოვდეს, რომ შენი პროფილები აუცილებლად ღია უნდა იყოს, რათა დავინახოთ შენი ხედვა.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას