გაცვლა-დაბრუნების წესები - ორკესტრა
მომხმარებელთა საყურადღებოდ!
წინამდებარე გაცვლა/დაბრუნების წესები შეთანხმებული და დადასტურებულია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მიერ
ინფორმაცია მოვაჭრის შესახებ:
• დასახელება: შპს „თრეიდლაინ“
• ს/კ 203827449
• იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ #19, ოფისი #29
• ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, დ. გამრეკელის ქ #19, ოფისი #29
• ელ. ფოსტა: [email protected];
• Tel: (+995) 032 2 38 48 68
• შეძენილი პროდუქციის შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების ობიექტის მისამართი: ქ. თბილისი, გ. ჭყონდიდელის ქ. N87ა;
• მაღაზიაში არსებულ ყველა პროდუქტის სარეალიზაციო ფასი მითითებულია უშუალოდ გასაყიდ ნივთზე. იმ შემთხვევაში თუ პროდუქციას ეხება ფასდაკლება, მასზე განთავსებულია შესაბამისი ნიშნული.
• სარეალიზაციო პროდუქციის შეძენა შესაძლებელია როგორც ნაღდი, ასევე უნაღდო ანგარიშსწორებით;
• იმის გათვალისწინებით, რომ მაღაზიაში განთავსებული პროდუქცია არის მულტი ბრენდული, მწარმოებლის დასახელება მოცემულია უშუალოდ სარეალიზაციო ნივთზე და მის შეფუთვაზე;
პროდუქციის უპირობოდ გაცვლა/დაბრუნების პირობები:
მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის გაცვლა/დაბრუნება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას აქვს შენარჩუნებული სარეალიზაციო იერსახე, არის იდეალურ მდგომარეობაში, თან ახლავს დაუზიანებელი სარეალიზაციო ყუთი და მასზე დატანილი ქარხნული იარლიყი არ არის დაზიანებული ან მოხსნილი/დაკარგული.
გაცვლის/დაბრუნების ოპერაციების ჩასატარებლად აუცილებელია თან იქონიოთ პროდუქციის შეძენისას გაცემული ფისკალური ქვითარი (სალარო აპარატის ან POS ტერმინალის ჩეკი) და პირადობის მოწმობა;
• კომპანია ცვლის/იბრუნებს ORCHESTRA-ს მაღაზიაში შეძენილი შემდეგი კატეგორიების პროდუქციას: ფეხსაცმელი, ტანსაცმელი.
• კომპანია არ ცვლის/არ იბრუნებს ORCHESTRA-ს მაღაზიაში შეძენილი შემდეგი კატეგორიების პროდუქციას: აქსესუარები, საცურაო კოსტუმები და შიდა თეთრეული, სათამაშოები, საკანცელარიო ნივთები, წიგნები, საბავშვო ინვენტარი, სახლის აქსესუარები, ტექსტილი და ავეჯი, საბავშვო აქსესუარები და სამგზავრო ინვენტარი, ბავშვის გამოსაკვები ინვენტარი, ტექნიკა და აქსესუარები, ბავშვის ჰიგიენური საშუალებები და აქსესუარები, ბავშვის უსაფრთხოების აქსესუარები და ინვენტარი. აღნიშნული კატეგორიების პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გაყიდულ ნივთი აღმოჩნდება ნაკლიანი;
• შეძენილი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ იმ მაღაზიაში, სადაც მოხდა მისი შეძენა;
• შეძენილი პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია იგივე, ან უფრო მაღალ ფასიან პროდუქტში, შპს „თრეიდლაინ“-ის ნებისმიერ ფილიალში, სადაც წარმოდგენილია შეძენილი ბრენდი.
• პროდუქციის გაცვლა შესაძლებელია მისი შეძენიდან 7 დღის, ხოლო დაბრუნება 3 დღის განმავლობაში;
• უკვე გაცვლილი პროდუქტის უპირობო დაბრუნება არ არის შესაძლებელი;
• აქციის დროს გაყიდული ნივთის უპირობოდ დაბრუნება არ არის შესაძლებელი;
• ფასდაკლებული პროდუქტის გაცვლა შესაძლებელია იმავე ან მეტი ღირებულების მქონე პროდუქტ(ებ)ში, შეძენიდან 3 დღის განმავლობაში;
• ფასდაკლებული პროდუქტის დაბრუნება არ არის შესაძლებელი;
• სხვადასხვა კომპანიების ან/და სავაჭრო ცენტრების მიერ ემიტირებული სასაჩუქრე ვაუჩერებით შეძენილი პროდუქციის უპირობო გაცვლა/დაბრუნება არ არის შესაძლებელი;
• კომპანია ცვლის/იბრუნებს გაყიდულ ნივთს, მათ შორის სააქციო/ფასდაკლების პერიოდში ნაყიდ პროდუქციას, იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება თავდაპირველი ნაკლი;
• თავდაპირველ ნაკლად განიხილება გაყიდული ნივთის ისეთი ნაკლი, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი პროდუქტით სარგებლობის შედეგად;
• პლასტიკური ბარათით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისას თანხა ბარათზე დაგიბრუნდებათ 2-დან 10 სამუშაო დღემდე შუალედში.
მომხმარებლის უფლებები
• საქონლის ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მომხმარებელს უფლება აქვს მოსთხოვოს მოვაჭრეს ნაკლის აღმოფხვრა;
• საქონლის ნაკლად განიხილება საქონლის ისეთი დაზიანება, რომელიც მას გააჩნდა შეძენამდე და არ არის წარმოშობილი საქონლით სარგებლობის შედეგად;
• თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან;
• საქონლის შეკეთება და შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებებია და მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს საქონლის ბუნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს;
• საქონელი შეკეთებული ან შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში (შეცვლა - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, შეკეთება - ნაკლის აღმოჩენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო რეგიონებში შეძენილი პროდუქციის შეკეთება ნაკლის აღმოჩენიდან 3 კვირის ვადაში), ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა;
• საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა გულისხმობს მოვაჭრის მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის, სამუშაო ძალისა და მასალების ხარჯების გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
• მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:
1. საქონლის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;
2. მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
3. მოვაჭრის მიერ საქონლის შეკეთება ან შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმინს;
• მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.
• მომხმარებელს უფლება აქვს, ისარგებლოს ზემოხსენებული უფლებებით, თუ საქონლის ნაკლი საქონლის მისთვის გადაცემიდან 2 წლის განმავლობაში აღმოჩნდა;
• თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ, საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე, ეს შესაძლებელია. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.