როგორც ჩვენმა ერთგულმა მომხმარებელმა უკვე იცის, Dressup.ge-ზე არსებულ კატეგორიებს შორის ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიასაც შეხვდებით, რომელიც მდიდარია სვხადასხვა გამორჩეული, ცნობილი თუ ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი, მაგრამ საინტერესო ბრენდით.
ონლაინ ექსკლუზივის კატეგორია იმითაა გამორჩეული, რომ მასში ერთიანდება როგორც სრულიად განსხვავებული სტილისა და ესთეტიკის, ასევე განსხვავებული საფასო კატეგორიის ბრენდები. კატეგორიის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას სკანდინავიური ბრენდები წარმოადგენს, რომელთა უმეტესობაც, ეგრეთ წოდებულ, „კაფსულა გარდერობისთვის“ საჭირო მოდელებზეა ორიენტირებული. რაც გულისხმობს ნეიტრალურ ფერებსა და მარტივ, მაგრამ ეფექტურ და უკვდავ დიზაინს. თუმცა, კატეგორიაში შევხვდებით რადიკალურად განსხვავებულ ბრენდებსაც, რომელიც, პირიქით, თამამ ფერებსა და ფორმებზე, თვალშისაცემ და ესქტავაგანტურ მოდელებზე კონცენტრირდება.
2024 წელს ონლაინ ექსკლუზივის კატეგორიაში უკვე ორი ახალი ბრენდი დაგვემატა. ორივე მათგანი ბევრისთვის უკვე საყვარელი და კარგად ნაცნობია და, რაც მთავარია,მკიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება შესძინა კატეგორიას.
Dickies – 1922 წელს შექმნილი ამერიკული ბრენდი, რომელიც დღეს ურბანული სტილის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავია. ბრენდი თავდაპირველად ფერმერებისთვისა და სხვა ფიზიკურად მომუშავე ადამიანებისთვის შეიქმნა. Dickies-ისთვის დამახასიათებელი მყარი მატერია და პრაქტიკული დიზაინი იდეალური იყო სამუშაო სამოსისთვის. თუმცა, დროთა განმავლობაში, დიზაინი კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა, თამადეროვეობამ კი პრაქტიკულობისა და გამძლეობის საჭიროება ყველას ცხოვრებაში გააჩინა, შესაბამისად, Dickies გახდა ურბანული და თანამედროვე მოდის ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი.