მოემზადე ჯადოსნური ღამისთვის

მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო განწყობა ყველასთვის სიხარულისა და ბედნიერების მომტანია, წინასაახალწლო სამზადისი ბევრი ჩვენგანისთვის საკმაოდ სტრესულიც შეიძლება, რომ იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ წვეულებაზე, ან უბრალოდ მეგობრულ შეკრებაზე წასვლას ვგეგმავთ და გარდა საახალწლო ვახშმისა, დეკორაციებისა და სხვა მრავალი წვრილმანისა, იმაზეც გვიწევს ფიქრი, თუ როგორ გამოვიყურებოდეთ ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულად და თვალისმომჭრელად.

თუ წინასაახალწლოდ შენც უამრავი საქმე გაქვს და ლუქების ინსპირაცია გჭირდება, ამ ბლოგით სწორედ ამაში დაგეხმარებით.

ლუქის შერჩევის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა გარემოებისთვის ვარჩევთ მას. ამიტომ, თითოეული ჩვენ მიერ შერჩეული ლუქი კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამება.

თუ ახალი წლის ღამეს ღონისძიებაზე წასვლა გაქვს დაგეგმილი და გინდა, რომ ყველაზე ბრჭყვიალა და თვალისმომჭრელი იყო, მაშინ პირველი ლუქი სწორედ შენთვის არის. ამ ლუქს გამორჩეულს მისი მბზინვარება და ამვდროულად დახვეწილობა ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ლუქის ორი მთავარი გმირი, ქვედაბოლო და პიჯაკი ბისერებითაა გაწყობილი, ორივე მათგანის დამჯდარი ფერი ლუქს სისადავეს სძენს. არ უნდა გამოგვრჩეს, ასევე, ფეხსაცმელი და ჩანთა, რომელიც სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ფერშია გადაწყვეტილი. ეს ლუქი იდეალურია ნებისმიერი სახის ღონისძიებისა თუ წვეულებისთვის, სადაც გინდათ, რომ ეფექტურად და დახვეწილად გამოიყურებოდეთ და უკლებლივ ყველაზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინოთ.

თუ ახალი წლის ღამეს მეგობრებთან ერთად აპირებ გასვლას, მაგრამ ჯერ ზუსტად არ იცი სად, მეორე ლუქი შენთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება. ვერცხლისფერისა და შავის კომბინაცია ავტომატურად ქმნის სადღესასწაულო განწყობას. ტანზე მომდგარი ბოდე და მოკლე ქვედაბოლო კი თამამ იერსახეს სძენს ლუქს, რომელიც ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოდგება. ლავირებისთვის ლუქში შემოვიტანეთ შავი, ბარხატის პიჯაკიც. არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ამ ლუქის ვარსკვლავი, ვერცხლისფერი ფეხსაცმელი, რომელიც ცისფერი და იასამნისფერი დეტალებითაა გამდიდრებული. ეს კი კიდევ უფრო სადღესასწაულს ხდის საბოლოო ლუქს.

შემდეგი ლუქი მათთვისაა, ვინც ახალი წლის გატარებას საახალწლო სუფრის გარშემო, ვახშამზე აპირებს. არ აქვს მნიშვნელობა ვის გარემოცვაში იქნები, მეგობრებისა თუ ოჯახის წევრების. ამ ლუქით აუცილებლად გაიბრწყინებ. ამ კომბინაციას ერთი და მთავარი ვარსკლავი ჰყავს - კაბა, რომელიც თავისი მბზინვარებით ყველასგან გამოგარჩევს. ოქროსფერი აქსესუარების დახმარებით კი თავს ნამდვილ ვარსკვლავად იგრძნობ.

ბოლო ლუქი მათთვის შევქმენით, ვინც ახალი წლის ღამეს სახლში, ინტიმურ გარემოში ხვდება. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ თავს არამხოლოდ ლამაზად, არამედ კომფორტულადაც ვგრძნობდეთ. ამიტომ სადა, დახვეწილი კაბა და იგივე ხასიათის ფეხსაცმელი, რამდენიმე აქსესუართან ერთად იდეალური გამოსავალია. 

სადაც არ უნდა ატარებდე ახალი წლის ღამეს, ამ ბლოგით ინსპირირებული ლუქები აუცილებლად ყველგან გამორჩეულსა და განსაკუთრებულს გაქცევს, ამიტომ აღარ დაეოლოდო შთაგონებას და დაიწყე საახალწლოდ მზადება!

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას