მიუხედავად იმისა, რომ სადღესასწაულო განწყობა ყველასთვის სიხარულისა და ბედნიერების მომტანია, წინასაახალწლო სამზადისი ბევრი ჩვენგანისთვის საკმაოდ სტრესულიც შეიძლება, რომ იყოს. განსაკუთრებით მაშინ, თუ წვეულებაზე, ან უბრალოდ მეგობრულ შეკრებაზე წასვლას ვგეგმავთ და გარდა საახალწლო ვახშმისა, დეკორაციებისა და სხვა მრავალი წვრილმანისა, იმაზეც გვიწევს ფიქრი, თუ როგორ გამოვიყურებოდეთ ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულად და თვალისმომჭრელად.
თუ წინასაახალწლოდ შენც უამრავი საქმე გაქვს და ლუქების ინსპირაცია გჭირდება, ამ ბლოგით სწორედ ამაში დაგეხმარებით.
ლუქის შერჩევის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, თუ რა გარემოებისთვის ვარჩევთ მას. ამიტომ, თითოეული ჩვენ მიერ შერჩეული ლუქი კონკრეტულ სიტუაციას შეესაბამება.
თუ ახალი წლის ღამეს ღონისძიებაზე წასვლა გაქვს დაგეგმილი და გინდა, რომ ყველაზე ბრჭყვიალა და თვალისმომჭრელი იყო, მაშინ პირველი ლუქი სწორედ შენთვის არის. ამ ლუქს გამორჩეულს მისი მბზინვარება და ამვდროულად დახვეწილობა ხდის. მიუხედავად იმისა, რომ ლუქის ორი მთავარი გმირი, ქვედაბოლო და პიჯაკი ბისერებითაა გაწყობილი, ორივე მათგანის დამჯდარი ფერი ლუქს სისადავეს სძენს. არ უნდა გამოგვრჩეს, ასევე, ფეხსაცმელი და ჩანთა, რომელიც სეზონის ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ ფერშია გადაწყვეტილი. ეს ლუქი იდეალურია ნებისმიერი სახის ღონისძიებისა თუ წვეულებისთვის, სადაც გინდათ, რომ ეფექტურად და დახვეწილად გამოიყურებოდეთ და უკლებლივ ყველაზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინოთ.