პოლ ვან დორენი და კაუჩუკის კომპანია - ინოვაციების ერა
1966 წელს პირველი მაღაზია გაიხსნა, რომელსაც Van Doren Rubber Company ეწოდა. ფეხსაცმლის დამზადების მარტივი კონცეფცია, რომელიც კომფორტულ ზედაპირსა და გამძლე, რეზინის ძირებს მოიაზრებდა, მალევე იქცა ხალხის საყვარელ არჩევანად, განსაკუთრებით კი იმის გამო, ყველაფერი ადგილზე რომ მზადდებოდა. იმ დროს ანაჰეიმში ხშირად გაიგებდით დიალოგს:
- საით გაგიწევია? (Where are you going?)
- ვანთან, ახალი ფეხსაცმელი მჭირდება (To Van’s, I need new shoes)
To Van’s - მალევე იქცა ზედმეტსახელად, მეტიც, დაუვიწყარ ზედმეტსახელად, რომელიც თქვენც კარგად მოგეხსენებათ.