Dressup.ge-ზე დიდი და ყველასთვის სასიხარულო სიახლე გვაქვს! ჩვენს მომხმარებელს უკვე შეუძლია საიტზე სხვადასხვა პროდუქტები, ან ერთი და იგივე პროდუქტის სხვადასხვა ზომები შეარჩიოს და სახლში, კომფორტულად მორგების შემდეგ, ადგილზე გადაიხადოს სასურველი ნივთების ღირებულება.
თუ თბილისის მასშტაბით ცხოვრობ და ონლაინ შოპინგი გიყვარს, ზემოთ აღნიშნული სერვისი შოპინგ გამოცდილებას მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს.
Dressup.ge-ზე შენ შეძლებ შეარჩიო მაქსიმუმ 10 სხვადასხვა ნივთი (სხვადასხვა ნივთებში იგულისხმება ერთი და იგივე პროდუქტის სხვადასხვა ზომებიც), გადაიხადო მხოლოდ ტრანსპორტირების საფასური და დაელოდო შენს შეკვეთას. დრესაპ კურიერი შენაძენს სტანდარტულად მოგიტანს და დაგელოდება (ლოდინის მაქსიმალური დრო - 20 წუთი), რათა მიღებული პროდუქცია კომფორტულად და აუჩქარებლად მოირგო. ამის შემდეგ კი, იმ ნივთების ღირებულებას, რომელთა დატოვებასაც გადაწყვეტ, ადგილზე, ბარათით გადაიხდი.
ამ ბლოგში ყველასთვის საყვარელი ინფლუენსერი, სალი მოსულიშვილი გაგვიზიარებს ჩვენს სერვისთან დაკავშირებულ თავის გამოცდილებას.
რა არის ამ სერვისის უპირატესობები?
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ შოპინგი ჩემთვის ძალიან კომფორტულია, ყოველთვის მიჭირდა ზომების ზუსტად შერჩევა და ეს საკმაოდ ბევრ პრობლემას მიქმნიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ნივთების ზომაში გადაცვლა დამატებით 1-2 სამუშაო დღესთანაა ხოლმე დაკავშირებული. Dressup.ge-ს ახალი სერვისი - "მოირგე", მგონია, რომ ამ პრობლემას სრულიად გააქრობს, რადგან მომხმარებელს მისცემს საშუალებას, რომ ონლაინ შოპინგთან დაკავშირებული ყველაზე დიდი დისკომფორტი ძალიან მარტივად მოაგვარონ. გამოიწერონ ყველა ის ზომა, რომელთა შორისაც არჩევენ და უკვე სახლში, კომფორტულ და მშვიდ გარემოში მორგების შემდეგ ადგილზე გადაიხადონ სასურველი ნივთის თუ ზომის ღირებულება.
რამდენად პრაქტიკული იყო შენთვის ამ სერვისის გამოყენება?
ძალიან პრაქტიკული. როგორც უკვე ვახსენე, ონლაინ შოპინგი ჩემთვის განსაკუთრებით კომფორტულია. გამომდინარე იქიდან, რომ დღის განმავლობაში ხშირად მიწევს და მირჩევნია კიდეც სახლში, დუდასთან ერთად ყოფნა, არაფერი მირჩვენია სახლიდან შოპინგის შესაძლებლობას, თუმცა საკმაოდ ხშირად ვცდები ჩემთვის სასურველ ზომას. ამ სერვისმა კი მთლიანად გადამიჭრა ეს პრობლემა.
კურიერმა სტანდარტულად მომიტანა შეკვეთა, რის შემდეგაც 20 წუთი დამელოდა, სანამ კარგად მოვირგებდი და გადაწყვეტილებას მივიღებდი. ყველაზე კარგი ის არის, რომ თანხას არა წინასწარ, არამედ ადგილზე იხდი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ნივთის დატოვებას გადაწყვეტ.
შენი აზრით, რამდენად გაგიმარტივებს მსგავსი სერვისი მომავალში ონლაინ შოპინგს?
ვფიქრობ, "მოირგე", არამარტო მე, ყველას ძალიან გაუმარტივებს და ძალიან დიდ პრობლემას გადაუჭრის. თუ დღეს საქართველოში ონლაინ შოპინგი იმდენად არ არის განვითარებული, როგორც პირობითად საზღვარგარეთ, სწორედ ამის ბრალია, რომ დაბრუნება-გადაცვლის პროცესები იწელება და პრობლემდება ხოლმე. სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევს, სახლში მიიღო შენთვის საინტერესო ნივთი და ხოლოდ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაიხადო თანხა, აუცილებლად გადაჭრის ამ პრობლემას და, ვფიქრობ, ონლაინ შოპინგის გამოცდილების ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ურჩევდი თუ არა შენს გარშემომყოფებს ამ სერვისით სარგებლობას?
აუცილებლად. განსაკუთრებით კი მათ, ვისაც სახლში ბევრი საქმე აქვთ, ან უბრალოდ სახლში უყვართ ყოფნა.