G-Star RAW - ჯინსები, ჯინსები და ისევ ჯინსები
გაინტერესებს როგორ გადაწერეს ჯინსის ისტორია ხელახლა? სწორ ადგილას მოხვდი. დღესდღეობით G-Star RAW უკვე ხმამაღლა ჟღერს, თუმცა როგორ, მაინც როგორ მოახერხა ამ მცირე ისტორიის ბრენდმა და სრულიად შეცვალა ხედვებისა და ხარისხის თამასა ინდუსტრიაში? ამ კითხვაზე პასუხისთვის მცირე მოგზაურობაში უნდა გამომყვე. თავდაპირველად შეჩერება ბათუმში გვექნება, რადგან სწორედ ბათუმში შევხვდებით ბრენდის პირველ მაღაზიას საქართველოში. გაჩერების შემდეგი წერტილებისთვის კი წარსულის გახსენება მოგვიწევს.
როგორ გამოიგონეს ბორბალი ახლიდან?
ამსტერდამი, 1989 წელი. გაგიკვირდა? მეც. დღემდე მაოცებს 35 წლიან ისტორიაში რა გახდა მთავარი მიზეზი და როგორ შეიცვალა მსოფლიო კულტურა, თუმცა პასუხი საკმაოდ მარტივია. ჯოს ვან ტილბურგმა მთელი სული და გული ჩადო ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებაში. მისთვის მთავარი იყო ჯინსი, ეს თითქოსდა არაფრით გამორჩეული მატერია, სიყვარულითა და ერთგვარი ვნებით დამუშავებულიყო. ამ ურთიერთობისას კი ის აღმაფრთოვანებელი კონცეფცია შეიმუშავეს, რომელმაც G-Star-ის გვერდით, სახელშიც კი დაიმკვიდრა ადგილი.