GREYDER - როგორ შეიქმნა „ყოველდღიური მოდა“

რას ანიჭებთ უპირატესობას, როდესაც ფეხსაცმელს ყიდულობთ? ხარისხს, გამძლეობას, დიზაინს, კომფორტულობას. მიზეზები ყველასთვის თავისებურია, გრეიდერი კი უკვე 70 წელია ცდილობს ყველა მათგანი გაითვალისწინოს. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის ამჟამინდელი სახელი გასული საუკუნის 90-იან წლებში გამოჩნდა, მისი ისტორია შორეული 1956 წლიდან, ერთი უბრალო ფეხსაცმლის სახელოსნოდან იწყება, სახელი კი დროთა განმავლობაში თავად ხალხის მიერ გახდა რჩეული.
ბლოგში მოკლედ გაგაცნობთ ბრენდის ისტორიასა და იმ სახასიათო თვისებებს, რაც გრეიდერს ყველა სხვა დანარჩენისგან გამორჩეულს ხდის.

ისმაილ კავლუ და ხელნაკეთი ფეხსაცმელების კულტურა

კავსანი - ის სახელი გახლდათ, რომლითაც ისმაილ კავლუს სახელოსნომ სახელის მოხვეჭა დაიწყო. მსოფლიოს ქუჩებში კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მკვეთრად ჟღერდა ეს სახელი, რასაც მომავალში ქვებრენდი Capula მოჰყვა. ეს უკანასკნელი გარდამტეხი აღმოჩნდა ბრენდისთვის, მეტიც, მისმა პოპულარობამ თავდაპირველ სახელწოდებასაც კი გადააჭარბა და ხალხისთვის მეტად ყურადსაღებიც გახდა, რა დროსაც ე.წ. ფეხსაცმლის ხელნაკეთი სტილისა და ხარისხის სული ჩაისახა, რომელიც დღემდე მოჰყვება გრეიდერს.

გრეიდერი და „ყოველდღიური მოდა“

დღესდღეობით ადამიანები ერთი მხრივ მიისწრაფვიან ელეგანტური სტილისა და ფუფუნების საგნებისკენ, მეორე მხრივ კი გაურბიან ყველაფერს, სადაც ამ ყოველივეს ვერ აღმოაჩენენ. საინტერესოა, რომ გრეიდერის ხედვა თავიდანვე ორიენტირებული იყო მომხმარებლისთვის მიენიჭებინათ მზრუნველობის განცდა, რადგან ბრენდი ფაქტობრივად უკონკურენტოა მაღალი მოდისთვის დამახასიათებელი ხარისხისა თუ დიზაინისა და ხელმისაწვდომი ფასების მხრივ. როგორც თავად დამფუძნებელი აღნიშნავს, გრეიდერი იდგა იმ სათავეებთან, როდესაც საზოგადოება Smart Casual სტილზე გადადიოდა. თავის მხრივ ბეიზა გოეიკთან მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ, რომ ტერმინი Casual Fashion სწორედაც, მათი დამკვიდრებულია, რასაც სხვა არაერთი წყაროც ადასტურებს.

გრეიდერი - ცოტა რამ ტყავის დამუშავების შესახებ

გრეიდერის უმთავრესი ღირებულება - ხელნაკეთი კულტურისადმი პატივისცემასთან ერთად, ტყავის დამუშავების უმაღლეს ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. მათ კოლექციებში ბუნებრივად დამუშავებულ, ბუნებრივად თუ ნახევრად-ბუნებრივად შეფერილ, ოდნავ გაცრეცილ, სრულად გაცრეცილ, ხავერდოვან, ზამშისებრ, ცვილით დამუშავებულ და კიდევ მრავალი სახის ტყავებს შეხვდებით, რომლებიც რიგ შემთხვევაში სამ ფენადაც არის გადანაწილებული. აღნიშნული მრავალფეროვნება სრულად მომხმარებელზეა ორიენტირებული და მიზნად გრეიდერის მაღაზიებში შესული ადამიანებისთვის სასიამოვნო გამოცდილების შექმნას ისახავს. გარდა ამისა, მატერიის ამგვარ დამუშავებას იმ გამორჩეულ თვისებებამდე მივყავართ, რომელსაც სულ მალე გაგიზიარებთ…

რას ნიშნავს ტექნოლოგიები ფეხსაცმლის კულტურისთვის?

როგორც გითხარით გრეიდერის ისტორია ფეხსაცმლის სახელოსნოდან დაიწყო, მომხმარებლის ლოიალურობას კი სწორედაც რომ ეს ფაქტი იწვევს - დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ათასობით ფეხსაცმელი იწარმოება, დიზაინერები საკუთარ მრავალწლიანი გამოცდილებას აქსოვენ გრეიდერის თითოეულ მოდელში და მუდმივად ცდილობენ მის განვითარებას. ტყავის დამუშავების ტექნოლოგია შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნების დონემდეა ასული, რაც გაერთიანებულა წყალგაუმტარობის, ჰაერაციის, ელასტიკურობისა თუ თერმული დაცულობის ინოვაციებთან. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ფაქტია - გრეიდერის საწარმოში იმაზეც კი უამრავი დროა დახარჯული, როგორ გაეხადათ ფეხსაცმელი იმდენად დაბალანსებულია, რომ მისი ტარების დროს ბევრად ნაკლები ენერგია დაეხარჯა ადამიანს.

ზამთარი, ანუ როგორ დავუმეგობრდეთ გრეიდერს

გაზაფხულისა და ზაფხულის სეზონზე ფეხსაცმლის ინდუსტრიაში გამოცდების ჩაბარება უფრო ადვილია, რაც შეეხება ზამთარს (და კაცმა რომ თქვას იმგვარ ცივ შემოდგომასაც, რომელიც კარგა ხანია საქართველოს აღარ უნახავს...) ზამთრის ველი უფრო მებრძოლებისთვისაა განკუთვნილი, რადგან მომხმარებლის მოთხოვნები უფრო და უფრო იზრდება (და იზრდება ფასიც… და იზრდება მოლოდინებიც). ვისაც ერთხელ მაინც გამოგიცდიათ გრეიდერთან ერთად ზამთრის გატარება - ყველანი დაგვეთანხმებით, შეიძლება უკეთესი ვეღარც აღმოაჩინო. ზემოხსენებული ტექნოლოგიები გრეიდერს უკონკურენტოს ხდის და თან თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ბრენდის ფეხსაცმელები ფაქტობრივად არ ცვდება… თქვენით გადაწყვიტეთ თანამედროვე ტექნოლოგიები და ტრენდები თუ წყალგაუმტარობა და თბოიზოლაცია - რამდენად იდეალური არჩევანია. ერთ დღეს ასეთ ხუმრობასაც გადავაწყდი ინტერნეტში - მანქანები ზამთრის საბურავებზე უნდა გადაიყვანოთ, თქვენი ფეხები კი გრეიდერზეო.

გრეიდერის კოლექციები და საქართველო

დაწყებული კლასიკური სტილიდან, დამთავრებული უკვე მრავალჯერ ნახსენებ თანამედროვე სტილამდე, გრეიდერის მაღაზიებში ყველაფერს შეხვდებით. მიუხედავად ზამთრის სეზონისადმი დიდი სიყვარულისა, ბრენდს უამრავი დრო აქვს დახარჯული შემოდგომის, ზაფხულისა თუ გაზაფხულის კოლექციებზე. ერთი სიტყვით (უფრო სწორად კი ოთხით) - იხარე სულო და გულო! მე კი მეტი რაღა გითხრათ, თან ბლოგის დასრულებას უფრო და უფრო მალე ვცდილობ… სასწრაფოდ უნდა გავვარდე გრეიდერის მაღაზიაში და სასურველი მოდელი შევარჩიო, სანამ ჯერ კიდევ ზამთარია! (და თქვენც ამავე რჩევით მოგმართავთ, მაღაზიების მისამართის ბმულს კი ოდნავ ქვემოთ იხილავთ!)

                                                                                                                              © ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას