Merrell X Dressup.ge თბილისიმარათონზე

27 სექტემბერს გამართულ თბილისიმარათონს Dressup.ge პარტნიორის სტატუსით შეუერთდა და მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, Merrell წარმოადგინა. მარათონის ფარგლებში ბრენდის წარმომადგენელს, მურათ თაშს ვესაუბრეთ. მან საქართველოში შეკრებილ მორბენლებსა და გარე აქტივობების მოყვარულებზე მიღებული შთაბეჭდილებები გაგვიზიარა და ბრენდის ხედვასა და Dressup.ge-სთან თანამშრომლობის გეგმებზე გვიამბო.

რატომ უჭერს მხარს Merrell სირბილსა და მოძრაობის კულტურას?

Merrell-ის ხსენებისას ბევრს პირველ რიგში Moab ახსენდება. ბუნებაში აქტივობებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შექმნის გამოცდილება ბრენდის იდენტობის საფუძველია, თუმცა დღეს Merrell ქმნის პროდუქტებს ლაშქრობისთვის, ბილიკებსა თუ ქალაქში სირბილისთვის და ყოველდღიური ცხოვრებისთვის.

ამ გაფართოების უკან კონკრეტული მიდგომა დგას: მოძრაობა და გარეთ დროის გატარება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. Merrell-ის გლობალური პლატფორმა „It Starts Outside“ ამ იდეას აერთიანებს. გარეთ გასვლა შეიძლება ბუნებრივ ბილიკზე 20 კილომეტრის გარბენას, ქალაქის მარათონში მონაწილეობას ან უბრალოდ სახლიდან გასეირნებას ნიშნავდეს.

„გვინდა, იქ ვიყოთ, სადაც ადამიანები მოძრაობენ“, ამბობს მურათ თაში. ამ მიდგომით Merrell მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში თანამშრომლობს წამყვან ათლეტებთან, მათ შორის ბილიკებზე სირბილში მოასპარეზე სპორტსმენებთან, და მხარს უჭერს მორბენალთა გაერთიანებებსა და შეჯიბრებებს. თბილისიმარათონიც ამავე ხედვას ერგება: ის სირბილს ქალაქის ცენტრში შემოაქვს და სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანებს ერთად მოძრაობის შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ბუნებასთან კავშირი მურათ თაშისთვის სიახლე არ ყოფილა. კავკასიონი, ბილიკები და ბუნებასთან სიახლოვე ის გარემოა, რომელშიც Merrell-ის ადგილი ადვილად წარმოსადგენია. თუმცა მარათონზე შეკრებილი მორბენლების გაცნობამ ქვეყნის შესახებ მის შთაბეჭდილებას კიდევ ერთი მხარე შემატა.

„ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა, რომ მოძრაობა მხოლოდ პროფესიონალი ათლეტების საქმიანობად არ აღიქმებოდა“, გვიყვება ის.

მარათონზე მონაწილეების ასაკი, მომზადების დონე და მოტივაცია განსხვავდებოდა. ზოგი პირადი რეკორდის გაუმჯობესებას ცდილობდა, ზოგი პირველ შეჯიბრებაში მონაწილეობდა, სხვები კი მეგობრებისა და ოჯახის წევრების მხარდასაჭერად მოვიდნენ. მურათ თაშის ყურადღება სწორედ ამ მრავალფეროვნებამ და ადგილობრივი მორბენლების ენთუზიაზმმა მიიპყრო.

მისი შეფასებით, საქართველოში ბუნებასთან უკვე არსებული კავშირის პარალელურად იზრდება ინტერესი ქალაქში სირბილის, სიარულისა და გარე აქტივობების მიმართ. ეს Merrell-ისთვის შესაძლებლობაა, შეხვდეს ადამიანებს, რომელთა ყოველდღიურობაშიც მოძრაობას უკვე თავისი ადგილი აქვს.

რას უნდა მიაქციო ყურადღება სარბენი ფეხსაცმლის არჩევისას

მოძრაობის სხვადასხვა ფორმა განსხვავებულ საჭიროებებს ქმნის. ამიტომ, როგორც მურათ თაში განმარტავს, ყველასთვის იდეალური ერთი სარბენი ფეხსაცმელი არ არსებობს.

არჩევანისას მნიშვნელოვანია დისტანციის, რელიეფის, სირბილის სტილისა და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინება. ამორტიზაციასთან ერთად ფეხსაცმელს შესაბამისი მოჭიდება, სტაბილურობა და დაცვაც უნდა ჰქონდეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასფალტიდან ბილიკზე ან უფრო რთულ რელიეფზე გადადიხარ.

ქუსლსა და ფეხსაცმლის წინა ნაწილს შორის სიმაღლის სხვაობა მორბენლის ბუნებრივ მოძრაობასა და მისთვის ჩვეულ ფეხსაცმელს უნდა შეესაბამებოდეს. გასათვალისწინებელია წინა ნაწილში მორგებაც: ხანგრძლივი სირბილისას ტერფი ბუნებრივად ფართოვდება.

Merrell-ის წარმომადგენელი ამ კონტექსტში FloatPro™ ამორტიზაციას, Vibram® Megagrip-ის ძირებსა და რთული რელიეფისთვის შექმნილ დამცავ კონსტრუქციებს ასახელებს. ისეთი მოდელები, როგორიცაა Agility Peak, ბუნებაში აქტივობებისთვის პროდუქციის შექმნის გამოცდილებას გრძელ დისტანციებზე, ბილიკებზე სირბილს უკავშირებს.

„საბოლოოდ, სწორად შერჩეულმა ფეხსაცმელმა უნდა მოგცეს შესაძლებლობა, მასზე აღარ იფიქრო“, ამბობს მურათ თაში.

როგორ უკავშირდება ეს Dressup.ge-სთან პარტნიორობას

თბილისიმარათონზე მონაწილეობა პარტნიორებისთვის მომხმარებლებთან უშუალო შეხვედრის შესაძლებლობა იყო. მურათ თაშის თქმით, Dressup.ge-სთან თანამშრომლობის მიზანია, Merrell უფრო ახლოს იყოს იმ ადამიანებთან, რომლებიც დარბიან, ლაშქრობენ და გარე აქტივობებს ირჩევენ.

„Dressup.ge საქართველოში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ურთიერთობა გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ პროდუქტების მიწოდებაა“, განმარტავს ის.

მისთვის ადგილობრივი პარტნიორის როლი პროდუქტის ხელმისაწვდომობასთან ერთად ბრენდის სწორად წარმოჩენასაც გულისხმობს. Merrell-ს სჭირდება პარტნიორი, რომელსაც ესმის პროდუქტის მიღმა მდგომი იდენტობა და სჯერა ბრენდის განვითარების შესაძლებლობების ადგილობრივ ბაზარზე. მურათ თაშის თქმით, Dressup.ge სწორედ ამ ხედვას იზიარებს.

ამ თანამშრომლობის საფუძველი ნდობაა. პარტნიორები ფიქრობენ როგორც პროდუქტების გაყიდვაზე, ისე იმაზე, როგორ გაეცნოს მომხმარებელი Merrell-ს საკუთარი გამოცდილებით. თბილისიმარათონი ამ მიდგომის მაგალითია: ბრენდს შეუძლია უშუალოდ შეხვდეს ადამიანებს, რომლებიც მის ღირებულებებს იზიარებენ.

სწორედ ამიტომ ხედავენ Merrell და Dressup.ge თანამშრომლობის გაგრძელებას სირბილის, ლაშქრობისა და სხვა გარე აქტივობების მხარდაჭერაში. მურათ თაში იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი შეხვედრები უფრო დიდი მასშტაბითაც გაიმართება.

მისი თქმით, თბილისიმარათონი ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო და პარტნიორობის გაგრძელების მიმართულებაც აჩვენა: მეტი შესაძლებლობა, რომ საქართველოში ადამიანებმა Merrell მოძრაობისას გამოსცადონ.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას