G-Star RAW - ჯინსები, ჯინსები და ისევ ჯინსები

გაინტერესებს როგორ გადაწერეს ჯინსის ისტორია ხელახლა? სწორ ადგილას მოხვდი. დღესდღეობით G-Star RAW უკვე ხმამაღლა ჟღერს, თუმცა როგორ, მაინც როგორ მოახერხა ამ მცირე ისტორიის ბრენდმა და სრულიად შეცვალა ხედვებისა და ხარისხის თამასა ინდუსტრიაში? ამ კითხვაზე პასუხისთვის მცირე მოგზაურობაში უნდა გამომყვე. თავდაპირველად შეჩერება ბათუმში გვექნება, რადგან სწორედ ბათუმში შევხვდებით ბრენდის პირველ მაღაზიას საქართველოში. გაჩერების შემდეგი წერტილებისთვის კი წარსულის გახსენება მოგვიწევს.

როგორ გამოიგონეს ბორბალი ახლიდან?

ამსტერდამი, 1989 წელი. გაგიკვირდა? მეც. დღემდე მაოცებს 35 წლიან ისტორიაში რა გახდა მთავარი მიზეზი და როგორ შეიცვალა მსოფლიო კულტურა, თუმცა პასუხი საკმაოდ მარტივია. ჯოს ვან ტილბურგმა მთელი სული და გული ჩადო ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებაში. მისთვის მთავარი იყო ჯინსი, ეს თითქოსდა არაფრით გამორჩეული მატერია, სიყვარულითა და ერთგვარი ვნებით დამუშავებულიყო. ამ ურთიერთობისას კი ის აღმაფრთოვანებელი კონცეფცია შეიმუშავეს, რომელმაც G-Star-ის გვერდით, სახელშიც კი დაიმკვიდრა ადგილი.

RAW - ჯინსის არქიტექტურული ესთეტიკა

1996 წელს ბრენდმა RAW ტექნოლოგია წარადგინა. მეთოდში გაერთიანებული იყო იმგვარი ინოვაციურობა, რაც ეპოქის ტექნიკასა თუ ტექნოლოგიებს უკან იტოვებდა. ჯინსის 3D დამუშავების იდეა, რომელიც საინჟინრო და ერგონომიული დიზაინის პრინციპებს იყენებს, შესაძლებელს ხდიდა რომ სამოსი სხეულს ჰარმონიულად შეწყობოდა. სწორედ აღნიშნული პრინციპი იწვევდა შეუდარებელ კომფორტსა და თავისუფლად, სასიამოვნოდ გადაადგილების საშუალებას.


მორალური პრინციპები - როგორ ვიზრუნოთ ადამიანებსა და ადამიანებზე!

G-Star RAW ტანსაცმლის დამზადების დროს, გარდა ხარისხისა, პროცესის შედეგების უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ბრენდი ერთ-ერთი პირველი იყო თანამედროვე მოდაში, რომელმაც წყლის დაზოგვის ტექნიკა დანერგა, რაც დედამიწის მნიშვნელოვანი რესურსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. მეორე მხრივ კი აქტიურად იყენებენ ორგანულ თუ გადამუშავებულ მასალებს. ზუსტად, ზუსტად! უმაღლესი სტანდარტი ხალხს, მინიმალური ზიანი გარემოს.
აღსანიშნავია, რომ ბრენდისთვის მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობაც. სწორედ ამ მიზნისთვის ისინი Ellen MacArthur Foundation-ისა და Better Cotton Initiative-ის მსგავს ორგანიზაციებთან თანამშრომლობენ, რაც ინდუსტრიაში პოზიტიურ ცვლილებებსა და ყველასთვის უფრო სამართლიანი მომავლის შექმნას უწყობს ხელს.

ცოტა რამ კულტურულ რევოლუციაზე!

მოდის კრიტიკოსები, მოდის მოყვარულები და მოდის არ მცოდნეებიც კი ერთ დროს G-Star RAW-ზე ალაპარაკდნენ. როგორ და რატომ არის ამდენ დეტალზე გამახვილებული ყურადღება? კი მაგრამ ფარელ უილიამსს რა ეცვა? ლივ ტაილერი ჯინსებში? მაგნუს კარლსენს რაღა ესაქმება მოდასთან? პასუხის კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - G-Star RAW ერთგვარი მანქანაა, რომელსაც სიყვარული, ჯინსების უზომო სიყვარული კვებავს.

G-Star RAW - ანუ ფუტურიზმი ჯინსის ენაზე

რადგან ნიდერლანდური ბრენდი მუდმივად განაგრძობს საკუთარი თავის გაუმჯობესებასა თუ მოდის საზღვრების გარღვევას - და რადგანაც ვიცით რომ მომავალს გაუთავებელი შესაძლებლობები აქვს, რაღა დაგვრჩენია ლოდინის გარდა. ინოვაციებით, ხელოვნებამდე აყვანილი ოსტატობითა და მტკიცე ღირებულებებით ბრენდმა არაერთხელ დაგვიმტკიცა, მე კი დამაჯერა, რომ ის კვლავ მზად არის ჯინსის კიდევ ერთი კულტურულ რევოლუციას ჩაუდგეს სათავეში.
მსოფლიოში, სადაც ავთენტურობა და ინოვაცია სულ უფრო და უფრო ფასდება, ერთი რამ ცხადი ხდება: G-Star RAW-ის მოგზაურობა ჯერ არ დასრულებულა და საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.
ბოლოს კი ისღა დამრჩენია გითხრათ, რომ ჩვენი ბლოგი დასასრულს მიუახლოვდა და როგორ არ გამოვყოთ დამფუძნებელი? როგორც ნობელის დაჯილდოებაზე იტყოდნენ, მადლობა (და გაუმარ-)ჯოს ვან ტილბურგს, ჯინსებისადმი ნატიფი და უზადო სიყვარულის გამოვლენისთვის.

  © ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას