Dressup ჯგუფს Tommy Hilfiger შემოუერთდა
Tommy Hilfiger-ს საქართველოში უკვე Dressup ჯგუფი წარმოგიდგენთ!

Tommy Hilfiger 1985 წელს შექმნილი ლეგენდარული, ამერიკული ბრენდია, რომელიც ორიენტირებულია კლასიკური, ამერიკული სტილისა თუ თანამედროვე, თამამი შტრიხების სინთეზსა და ჰარმონიაზე. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი მისი დამფუძნებლის, ტომი ჰილფიგერის მიერ დაზოგილი სულ რაღაც 150 დოლარით შეიქმნა, მან მოახერხა ისეთი ხარისხის პროდუქციის წარმოება, რომ დღეს ის ერთ-ერთი ძვირადღირებული, პრემიუმ ბრენდია.
 
ჰილფიგერის მიზანი საწყისი ეტაპიდანვე იყო ის, რომ შეეცვალა კლასიკური ამერიკული სტილის განმარტება. შესაბამისად, მრავალფეროვნება და სითამამე ყოველთვის ბრენდის სავიზიტო ბარათი იყო. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა რისკი, ასეთ სითამამეს წინააღმდეგობა და აგრესიაც კი გამოეწვია,  ჰილფიგერის გადაწყვეტილებამ - ბრენდისთვის შეექმნა ლოგო, რომელიც ამერიკის დროშის ფერებში იქნებოდა გადაწყვეტილი - მოახერხა და თითოეული ამერიკელის გული დაიპყრო, ვინაიდან, მოდის ინდუსტრიაში ნათქვამ სრულიად ახალ სიტყვასთან ერთად, ჰილფიგერმა წარმატებით შეინარჩუნა ავთენტურობაც.

ავთენტურობა სწორედ ის არის, რაც Tommy Hilfiger-ს ბევრი სხვა ბრენდისგან გამოარჩევს. მისმა არჩევანმა, რომ ბრენდის ამბასადორებად თუ უბრალო მოდელებად მუდმივად შეარჩიოს განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა თუ განსხვავებული პროპორციების მქონე მოდელები და მათ ხასიათსა თუ ნიშას მოარგოს კოლექციები, Tommy Hilfiger აქცია ბრენდად, რომელიც, მიუხედავად მაღალი საფასო კატეგორიისა, მუდმივად ახლოს დგას ადამიანების გულთან და იდენტობასთან.
 
Tommy Hilfiger-ის 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციას სახელად „Classics Reborn” - ინარჩუნებს ყველა იმ განმსაზღვრელ ნიშანს, რაც ზემოთ ვახსენეთ. კოლექცია იწვევს ერთგვარ ნოსტალგიას ისეთი მოდელებით, როგორიცაა, მაგალითად, კლასიკური “trench coat”, ვიწრო სილუეტის მქონე კაბა და ასე შემდეგ, თუმცა ტრენდულობას ინარჩუნებს ისეთი მოდელებით, როგორიცაა დიდი, ეგრეთ წოდებული, „oversized” მოდელები, რომლებიც მდიდარია თამამი, თვალშისაცემი და განსხვავებული პრინტებით. გარდა ამისა, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გვთავაზობს ერთი და იგივე ფერების ორ პალიტრას, პასტელურსა და მკვეთრს, რაც კოლექციას სძენს სწორედ იმ შტრიხს, რითიც Tommy Hilfiger ყოველთვის ახერხებს, რომ განსხვავებული იყოს.

აღნიშნული კოლექციის შეძენა კი უკვე საქართველოშიც შეგიძლიათ. გვეწვიეთ და გაეცანით უკვდავი ამერიკული სტილითა და ახალგაზრდული, თამამი შტრიხებით შთაგონებულ კოლექციას, რომელიც მუდმივად გამოგარჩევს!

მისამართი: გალერია თბილისი, მე-2 სართული.
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას