Dressup Outlet – მასშტაბური სივრცე მასშტაბური შოპინგისთვის!

„დრესაპ აუთლეთში“ ახალი თავგადასავალი გელოდებათ! მიიღე შოპინგის სრულიად ახალი გამოცდილება! მოდა, რომელიც 1000 კვადრატული მეტრზე მეტ სივრცეშია გაშლილი, სადაც ყველაზე მოთხოვნადი ბრენდები განსაკუთრებული ფასდაკლებით გელოდებათ!

თქვენი საყვარელი ბრენდები აქ და ახლა! Levi’s, Wrangler, Lee, GANT, Calvin Klein, GUESS, Tommy Hilfiger, Vans, Converse, Adidas, Asics, Birkenstock, Etam, Mavi, Jack & Jones, Hummel, Michael Kors, Esprit, Moschino, Perspective, Selected, Vero Moda, Y.A.S., Fabi, MSGM და სხვა უამრავი ბრენდი ერთ სივრცეშია თავმოყრილი, თქვენი სტილი უფრო და უფრო მრავალფეროვანი უნდა გახდეს. აუთლეთი მხოლოდ ფასდაკლებები არაა - (სტივენსონს თუ დავესესხებით, მაღაზიის ყველა კუნძულსა და) სივრცეში ნამდვილი საგანძურების აღმოჩენას შეძლებთ, რომელიც ამა თუ იმ კოლექციიდანაა შემონახული! 

შოპინგი, რომელიც უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე ყოფილა! თუ ოდესმე გიოცნებიათ ან გიფიქრიათ (და ვინ იცის დაგისიზმრებიათ კიდეც) სამყაროს ყველაზე მარტივი და ორგანიზებული შოპინგი, სადაც ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ქალის, მამაკაცის და ბავშვის სექციებადაა დაყოფილი. მაგრამ ეს ხომ ჩვეულებაა, Dressup Outlet-ის მთელი პრინციპი ზომების მიხედვით დაყოფილ სივრცეების იდეას ეფუძნება, შესაბამისად სწორედ ასე, მარტივად შეძლებთ გააკეთოთ არჩევანი (და ვინ იცის სიზმარიც კი ამოიცნოთ).

„აუთლეთში“ უამრავი სიურპრიზი გელოდებათ, იქნება ეს ექსკლუზიური შეთავაზებები ლოიალობის ბარათის მფლობელებისთვის, თუ საინტერესო სიახლეები, რომლებიც ყოველთვის გვახარებს!

დრესაპ ჯგუფი მუდმივად ცდილობს ერთგულ მომხმარებლებს უამრავი სიახლე შესთავაზოს, ხსნის ახალ სივრცეებს და ქართულ ბაზარს მსოფლიო ბრენდებს აცნობს (ბლოგის თემას თუ დავუბრუნდებით, ყველა ამ ბრენდს მაღაზიაშიც კი შეხვდებით). და ყველაზე მთავარი - ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ შენთვის საყვარელმა სტილმა  მუდმივად იარსებოს!

ესტუმრე Dressup Outlet-ს ცოტნე დადიანის 7 ნომერში, ს/ც „ქარვასლა“-ში და გამოცადე მასშტაბური სივრცე, მასშტაბური ფასდაკლებებისთვის!

© ნიკა "ვარდო" ვარდიაშვილი

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას