მზისგან გათბობილი გზები და ქუჩები, სადაც ყოველდღიურობასა და დასვენებას ერთმანეთში აზავებ - ზუსტად ასეთი გარემოდან იწყება დრესაპის ზაფხულის დამაგვირგვინებელი კამპანია "სადაც შენ, იქაც ჩვენ". ეს მხოლოდ სლოგანი არ არის - ეს დაპირებაა, რომ სადაც არ უნდა აღმოჩნდე - თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში თუ რუსთავში, შენი საყვარელი ბრენდები მუდამ შენს გვერდით იქნებიან.
ზაფხული საქართველოში კი ერთი დიდი რამ არის - მეტი თავისუფლება, მეტი მოგზაურობა და მეტი შოპინგი. სწორედ ამ ენერგიას ეყრდნობა ეს კამპანიაც.
როგორ დავანახეთ ეს ყველას?
"სადაც შენ, იქაც ჩვენ" მხოლოდ სლოგანი კი არა, მთელი კომუნიკაციის სტრატეგია იყო.
სოციალური მედია - Facebook და Instagram-ზე უკვე მკვეთრად იგრძნობა კამპანიის ხასიათი, ადგილობრივი და ტურისტული აუდიტორიისთვის, ვიზუალური შთაგონებითა და მოკლე, დასამახსოვრებელი მესიჯებით.
TikTok ვიდეოები - მოძრაობა, ზღვა და ქალაქის ყოველდღიური სცენები გადავაქციეთ მოკლე, ენერგიულ ვიდეობად.
გარე რეკლამები - ბათუმის ცენტრალურ უბნებში არაერთ ბანერს შეხვდებით, მაღაზიამდე მისულებს კი სპეციალურ სტიკერებსაც აღმოაჩენდით და დაიჯერებდით - დრესაპი ყველგანაა.
Dressup Group - ბრენდების ოჯახი, რომელიც შენს გვერდითაა
დრესაპ ჯგუფი უკვე წლებია საქართველოში საერთაშორისო მოდის წამყვან ბრენდებს აერთიანებს. ჩვენ გვჯერა, რომ ხარისხიანი შოპინგი უნდა იყოს ხელმისაწვდომი ყველგან - დედაქალაქიდან ზღვისპირამდე. ჩვენს მაღაზიებში შეხვდებით ისეთ ბრენდებს, რომლებიც მსოფლიო მოდის ტენდენციებს და თქვენს ყოველდღიურ კომფორტს ერთ სივრცეში აერთიანებს. მაგრამ ისიც ხომ გახსოვს… თუკი მაღაზიებში სიარული არ გიყვარს, Dressup.ge მუდამ შენს გვერდითაა და მთელი საქართველოს მასშტაბით მოგიტანს სასურველ ნივთებს!
შენი საყვარელი ბრენდების მისამართებს კი ერთი დაკლიკებით იპოვი