1910-იანი წლები - საწყისი ნაბიჯები
კრეატიული იდეები, დაგროვილი კერვის გამოცდილება და ახლადშეძენილი მეწარმეობის განცდა... სამსახურში გაცნობილი რებეკა როუზი - გოგონა, რომელიც ღილებს კერავდა და მოგვიანებით მისი მეუღლე გახდა. პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ კი მან დაამთავრა უნივერსიტეტი და გადაწყვიტა, საკუთარი ბიზნესი დაეწყო. პარტნიორ მორის შაპიროსთან ერთად დააარსა Par-Ex Shirt Company, ბრუკლინში და ამბავიც დაიწყო.
1927 - ახალი დასაწყისი ნიუ ჰეივენში
Par-Ex რიგი ბრენდებისთვის (მათ შორის Brooks Brothers-სთვისაც, რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი დიდი სახელი იყო) მაღალხარისხიან პერანგებს ამზადებდა. კომპანიის წარმატებამ განაპირობა ის, რომ 1927 წელს ის ნიუ ჰეივენში, კონეკტიკუტის შტატში გადავიდა - ქალაქში, რომელიც სამკერვალო კულტურით იყო ცნობილი. იმ პერიოდში იქ ბევრი იტალიელი ემიგრანტი ცხოვრობდა, რომლებიც ტალანტით გამორჩეული მკერავები იყვნენ. ეს დრო ოჯახისთვისაც წარმატებული აღმოჩნდა - ბიზნესი იზრდებოდა, ისევე როგორც ბერნარდისა და რებეკას ოჯახი. მათი შვილები, მარტი და ელიოტი, მომავალში GANT-ის მთავარი ფიგურები გახდნენ.
1940-იანი წლები - მემკვიდრეობის გადაცემა
მარტი და ელიოტი, ბავშვობაში უკვე ჩართულები იყვნენ. მოგვიანებით ორივე მეორე მსოფლიო ომში წავიდა, დაბრუნების შემდეგ კი კონექტიკუტის უნივერსიტეტში ჩააბარეს - მარტიმ ბიზნესის ადმინისტრაცია აირჩია, ელიოტმა კი მარკეტინგი. სწორედ მათ მიეწერებათ პირველი ‘რებრენდინგი’, დაარწმუნეს რა ბერნარდი, საკუთარი ბრენდი შეექმნათ და 1949 წელს ასე გაჩნდა GANT Inc.
1950-1955 - ხედვა, რეკლამა და ხარისხი
მარტი და ელიოტი ყურადღებას ამახვილებდნენ ხარისხზე და ბრენდის პოზიციონირებაზე. მათ გვარიც კი შეიცვალეს და Gant-ებად გადაიკეთეს, რათა ბიზნესი პირად იდენტობასთან დაეკავშირებინათ. ძმებმა იცოდნენ მარკეტინგის ძალა - მათ გადაწყვიტეს, პროდუქცია მხოლოდ საუკეთესო მაღაზიებში გაეყიდათ და რეკლამა The New Yorker-ში განეთავსებინათ. თავდაპირველად მხოლოდ შავ-თეთრ და მცირე რეკლამებს აქვეყნებდნენ, მაგრამ მალე გადავიდნენ მრავალფეროვან (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) მესიჯებზე და ახალ თაობის ყურადღებაც მიიპყრეს. მათი კამპანიები ბრენდის ელიტურ და ინტელექტუალურ იდენტობას ამყარებდა.
1955-1959 - ფერები და ინდივიდუალიზმი
ელიოტ გენტმა ერთხელ თქვა: “ჩვენ არ ვცდილობთ, ყველას მოვერგოთ - გემოვნებით გამორჩეულები უნდა ვიყოთ.” 1950-იანი წლების შუა ხანებში ბრენდმა თამამი ფერების და უჩვეულო ქსოვილების გამოყენება დაიწყო. ეს ცვლილება იმ პერიოდის რევოლუციურ განწყობას მოერგო და საფუძველი ჩაუყარა “Oxford Colour Explosion”-ად წოდებულ ტენდენციას. საბოლოოდ, მენეჯერებსაც კი აუკრძალეს თეთრი პერანგებით მუშაობა - ამ გზით მათ ინდივიდუალურობა და სიახლებისადმი ლტოლვა წაახალისეს.
1950-იანი წლების მეორე ნახევარი - ხარისხის ნიშანი
თავდაპირველად, როცა GANT სხვა ბრენდებისთვის კერავდა, პერანგის შიგნით პატარა - ალმასის ფორმაში ჩასმული “G” სიმბოლოთი პროდუქტის ხარისხი განისაზღვრებოდა (ჩვენი დრესაპული “D”-ც ხომ ხარისხის ნიშანია!). ეს ნიშანი განთქმული გახდა, როგორც უპირობო გარანტია. 1950-იანი წლების შუა ხანებში “Diamond G” უკვე ამერიკული მოდის ყოველდღური ნაწილი იყო. ამ ნიშნით გაფორმებული პერანგები მაღაზიებში სწრაფად იყიდებოდა - მოთხოვნა კი მიწოდებას ბევრად აღემატებოდა.