30 წელი: დრესაპ ჯგუფის მოგზაურობა
ქართული მოდის გულში დრესაპს საკუთარი, ხშირად ხმაურიანი, თუმცა გამოყოფილი და დასამახსოვრებელი ადგილი აქვს. აქედან კი გამუდმებით მოისმის ფეთქვა, რომელიც თავისუფლების იდეებიდან იღებს ენერგიას. ჩვენეული დღესასწაული მხოლოდ 30 წლის იუბილის აღნიშვნას არ მოიაზრებს. ეს არის ერთგვარი მომენტი, ერთვარი ნიშანი, ჩამოვსხდეთ და გადავხედოთ წარსულს, დავფიქრდეთ განვლილ გზასა თუ ამბებზე, რომელიც თავს გადაგვხდა და დაგვამახსოვრდა.
ყველაფერი ჯინსებში აღმოცენებული თავისუფლებიდან დაიწყო. ასე გაიხსნა Levi's-ის მაღაზია 1994 წელს, დღეს კი უკვე თქვენც კარგად მოგეხსენებათ რამდენი ჯინსი, პერანგი, კაბა, ფეხსაცმელი თუ აქსესუარი მოიძებნება ჩვენს მაღაზიებში. რა გინდა სულო და გულო: Levi’s, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Lacoste, GANT, Lee & Wrangler, Samsonite, Etam, Vans, Adidas და სხვანიც მრავლად!