Cherry Brown: მკაცრი, ყავისფერ-ბორდოსფერი ელეგანტურობა
წარმოიდგინეთ, შემოდგომის დილა, მზის სხივებით გაჯერებული ტყე, სადაც ყავისფრის ღრმა ტონალობები ბორდოსფერში გადადის. წარმოიდგინეთ? ზუსტად ასე გამოიყურება Cherry Brown, რომელიც ამ სეზონის მთავარ როლში გვევლინება. მასში ერთდროულად იგრძნობა მდიდრულობის, მკაცრი, თუმცა მაინც მეტწილად ფემინური განწყობა. ეს ფერი ელეგანტურად ერწყმის მომავალ ცივ ამინდებს. მისი აღმოჩენა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის გარდა, აქსესუარებშიცაა შესაძლებელი, იქნება ეს ჩანთები, ქამრები თუ სხვა, მაგრამ რა თქმა უნდა, სათვალეებში, რომელიც თქვენს ყოველდღიურ სტილს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ცოცხალ ელფერს შესძენს.