ოთხი საკულტო ლუქი ჰელოუინისთვის

ჰელოუინი უკვე კარს მოგვადგა და დროა ამ „საშინლად“ მხიარული დღესასწაულისთვის მზადება დავიწყოთ! Dressup.ge-ზე შეგიძლიათ იპოვოთ ყველაფერი, რაც უნიკალური და დაუვიწყარი საჰელოუინე იმიჯის შესაქმნელად გჭირდებათ.

ამ ბლოგში შევეცდებით ჩვენი რჩეული ოთხი ლუქი გაგიზიაროთ, რომელიც თქვენს დღეს განსაკუთრებულს გახდის! 

1. ჭორაობის დროა - Serena van der Woodsen

ბლეიქ ლაივლის დაუვიწყარი როლი ხომ გახსოვთ?! მისი ჩაცმულობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი გახდა, რამაც უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა, როგორც სერიალს, აგრეთვე მსახიობს. 

ერთი შეხედვით ეს კლასიკური ლუქია, თუმცა მასში ყველაფერი უფრო მეტად გამოწვევი და უფრო მეტად თავისუფალია. 

ყველაფერი ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარით, ჰალსტუხით უნდა დავიწყოთ, რომელიც აუცილებელია თავისუფლად გვეკეთოს. შემდეგი დეტალები კი მინი-კაბა და თეთრი პერანგი, ან ზედა გახლავთ, რომელიც ჟილეტთან კომბინაციაში ჩვენს სასურველ შედეგს ქმნის! 

2. It’s Britney b*tch

შეუძლებელია რომელიმე ჰელოუინმა ბრიტნი სპირსის ლეგენდარული ლუქის გარშე ჩაიაროს! 

თეთრი პერანგი სახასიათო კვანძით ყველაზე მნიშვნელოვანი აქსესუარია. სკოლის მინი-კაბა, თეთრ გეტრთან/მაღალყელიან წინდებთან ერთად კი - ვ უ ა ლ ა! ნურც გამომწვევობას გადადებთ გვერდზე, ჩვენს საიტზე ფერადი ბიუსჰალტერების მრავალფეროვანი არჩევანი შეგხვდებათ, თუმცა ჩვენი არჩევანი Triumph-ის მოდელბზე უნდა შევაჯეროთ, რადგან სულ ახლახანს ვარდისფერ ერაში შეაბიჯეს! 

3. Peaky Blinders

„ალესილი კეპებიდან“ ლუქის აწყობა ყველაზე მარტივია, მთავარი საკითხი ის არის ბრიტანული აქცენტის „აკიდებასაც“ თუ შეძლებთ! 

ამ ლუქის „რეცეპტი“ კი შემდეგია: ერთი კოვზი პერანგი, ერთი კოვზი ოვერსაიზ პიჯაკი და მინი-კაბა თუ შარვალი გემოვნებით, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია! 

4. Jennifer’s Body

ჩვენს ბოლო რჩევას კი მეგან ფოქსამდეც მივყავართ! ჯენიფერის როლში შესული მსახიობი მაყურებელს ცოტათი ვნებანარევი, ცოტაც კი ვამპირული განწყობით ახსოვს, რაც ჰელოუინის თემისთვის უფრო სრულყოფილად აქცევს. 

ჯინსის ქვედაბოლო, ე.წ. Crop top-თან კომბინაცია ერთი შეხედვით უბრალო განწყობას ქმნის, თუმცა საკმარისია ტომი ჰილფიგერის თეთრ ქურთუკთან კომბინაცია და შედეგიც მიღწეულია! 

იმედია საჰელოუინე რჩევები სასურველი ლუქის შექმნაში დაგეხმარებათ, მეტი ინსპირაციისთვის თვალი ადევნე ჩვენს ბლოგებს!

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას