ტიკ ტოკ გამოწვევა: წესები და პირობები

კამპანიის პერიოდი: 05.09.25-16.09.25

პირობები:

გადაიღე ვიდეო დრესაპის Back2School ტრენდზე, გვაჩვენე, თუ როგორი „ლუქით“ აპირებ ახალი თავის დაწყებას და მიიღე 1000 ლარიანი ვაუჩერი Dressup.ge-ზე!

მონაწილეობის ზოგადი პირობები: 

  • ატვირთე ვიდეო 2025 წლის 05 სექტემბრიდან 2025 წლის 16 სექტემბრის დღის 12:00 საათამდე TikTok ან Instagram გვერდზე
  • მონიშნე Dressup.ge-ს TikTok ან Instagram გვერდი (https://www.instagram.com/dressup.ge/?hl=en,  https://www.tiktok.com/@dressup.ge
  • გამოიყენე ჰეშთეგი - #დაიწყეახალითავი

კონტენტი უნდა შეიცავდეს:

მზადებას სექტემბრისთვის - იგულისხმება როგორც სკოლა, უნივერსიტეტი, ასევე ოფისი. 

„ლუქის“ შექმნას - რის ჩაცმას ვაპირებ/რას ჩავიცვამდი პირველ დღეს

მონაწილე თავისუფალია კონტენტის იდეებში, ვიდეოს ტექნიკურ ნაწილსა და კრეატიულ მიმართულებაში. 

კამპანიის ბოლოს გამოვლინდება ჯამში 4 გამარჯვებული - 3 გამარჯვებული იქნება ის კრეატორი, ვისი ვიდეოც ყველაზე მეტ მოწონებას დააგროვებს, ხოლო მეოთხე გამარჯვებულის ვიდეო შეფასებდება კრეატიულობის კუთხით და მას გამოავლენს  Dressup.ge-ს მარკეტინგის გუნდი კრეატიულ სააგენტოსთან ერთად.

გამარჯვებულების შერჩევის კრიტერიუმები 

ვიდეო უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს (ჰეშთეგი, Dressup.ge-ს მონიშვნა შესაბამის არხში, რაც გულისხმობს TikTok-ს ან Instagram-ს) 

გამარჯვებულად ჩაითვლება ის კრეატორი, რომლის ვიდეოსაც 16 სექტემბრის დღის 12:00 საათამდე ექნება ყველაზე მეტი მოწონება.

იმ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივე რაოდენობის მოწონება ექნება სხვადასხვა კრეატორის ვიდეოებს, ორ ტოპ კრეატორს დამატებით მიეცემათ 1 საათი, რომელიც წინასწარ იქნება შეთანხმებული.

Dressup.ge-სა და კრეატიული სააგენტო Hans & Gruber-ის შერჩევის კრიტერიუმები

სავალდებულო პირობა: ვიდეო უნდა ეფუძნებოდეს ''მოემზადე ჩემთან ერთად'' ტრენდს და უკავშირდებოდეს თემას Back to School / University / Work… ect. (თუ არ დააკმაყოფილა ეს კრიტერიუმი → ავტომატურად გამოირიცხება.)

შეფასების კრიტერიუმები:

1. აკმაყოფილებდეს კონკურსის ყველა წესს:

  • ვიდეო ატვირთული უნდა იყოს 2025 წლის 05 სექტემბრიდან 2025 წლის 16 სექტემბრის დღის 12:00 საათამდე TikTok ან Instagram გვერდზე;
  • მონიშნული უნდა იყოს Dressup.ge-ს TikTok ან Instagram გვერდი (https://www.instagram.com/dressup.ge/?hl=en,  https://www.tiktok.com/@dressup.ge) 
  • გამოყენებული უნდა იყოს ჰეშთეგი - #დაიწყეახალითავი

2. კრეატიულობა და ორიგინალურობა

  • რამდენად ახალი და განსხვავებულია იდეა 
  • გამოიყენება თუ არა საინტერესო სთორითელინგი, გადასვლები, მოულოდნელი დეტალი ან სტილის განსხვავებული ხედვა

3. შეტყობინების (მესიჯის) სიცხადე

  • ნათელია თუ არა, რომ ეს არის „პირველი დღის“ ლუქის იდეა
  • შთააგონებს თუ არა მაყურებელს მსგავსი სტილის მოსინჯვის სურვილს

4. ვიდეოს შესრულება და ესთეტიკა

  • ვიზუალურად რამდენად ხარისხიანია ვიდეო (განათება, კადრი, მონტაჟი)
  • მუსიკა/საუნდტრეკი ემთხვევა თუ არა ატმოსფეროს

გამარჯვებულების გამოცხადება: 

Dressup.ge ყველაზე მეტი მოწონების მქონე 3 გამარჯვებულს გამოაცხადებს 16 სექტემბერს. 

Dressup.ge-სა და კრეატიული სააგენტოს შერჩეული მეოთხე გამარჯვებული გამოცხადდება 22 სექტემბერს Dressup.ge-ს TikTok გვერდზე.

პრიზის გადაცემის პირობები

გამარჯვებული მიიღებს: 

1000 ლარიან ონლაინ ვაუჩერს გამარჯვებულად გამოცხადებიდან 3 დღის ვადაში.

ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ Dressup.ge-ის ვებ გვერდზე და  არ ექვემდებარება თანხაში გადაცვლას. 

ვაუჩერის გამოყენების ვადა არის 3 თვე

შესაძლებელია ვაუჩერის ნაწილ-ნაწილ გამოყენება

ფროდ/ბოტების რისკი

მონაწილეობად ჩაითვლება მხოლოდ რეალური მომხმარებლებისგან მიღებული მოწონებები; 

ბოტებით ან ყალბი აქტივობით მიღებული შედეგი ექვემდებარება ავტომატურ დისკვალიფიკაციას.

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას