გაიცანით Printworks Dressup Home-ზე - ფოტოალბომებიდან სამაგიდო თამაშებამდე
Printworks საკუთარ თავს „ყავის მაგიდისთვის შექმნილ“ ბრენდად აღწერს. ის 2017 წელს, სტოკჰოლმში, ერთი მთავარი იდეის, ნოსტალგიის გარშემო გაჩნდა. მისი დამფუძნებლები, ანეტე და პატრიკი, ფიქრობდნენ იმ დროზე, როცა მეგობრული საუბრები, ერთად ყოფნა და გაზიარებული მომენტები ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.
Printworks-ის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს არის - უფრო მეტად დავაფასოთ პატარა, მაგრამ ნამდვილად ძვირფასი მომენტები.
არ აქვს მნიშვნელობა, მართლა ყავის მაგიდასთან ვიქნებით თუ სამზარეულოში, ჩვენ-ჩვენი საყვარელი ნივთები უნდა გაგვაჩნდეს, რომლებთან ერთადაც გულის სიღრმეში იდეალურ მოგონებებს შევინახავთ და ამასთან ერთად განუმეორებელ ესთეტიკას შევქმნით.
რატომ არის Printworks საუკეთესო საჩუქარი?
საყვარელ ადამიანებთან გაზიარებული ემოციები არასოდეს გვავიწყდება. სწორედ ამიტომ, როცა გვინდა განსაკუთრებული, ორიგინალური და ამავე დროს არაჩვეულებრივი საჩუქარი შევარჩიოთ, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მარტივი არ არის.
ამ პატარა, მაგრამ ნაცნობი პრობლემის პასუხად შეიქმნა Printworks, რომლის თითოეული ქმნილების უკანაც დიდი ემოცია დგას. მისი სკანდინავიური ესთეტიკით შექმნილი ნივთები მხოლოდ დეკორაცია არ არის და არც მხოლოდ პრაქტიკული აქსესუარები. ისინი ამ ორ იდეას შორის ჰარმონიულ ბალანსს ამყარებენ და ხშირად იმ მოგონებების ნაწილად იქცევიან, რომლებსაც ყველაზე დიდხანს ვინახავთ.
Printworks-ის განსაკუთრებულობა იმაშია, რომ თითოეული ნივთი მხოლოდ გამოსაყენებლად არ იქმნება. ისინი ემოციას, ესთეტიკას და ყოველდღიურ გამოცდილებას აერთიანებს. სწორედ ამიტომ, ბრენდის კოლექციაც რამდენიმე განსხვავებულ კატეგორიად იყოფა და თითოეული მათგანი ცხოვრების კონკრეტულ მომენტს ან განწყობას ეხმიანება. ხშირად საჩუქრის მნიშვნელობა ნივთში კი არა, იმ ამბებში იკითხება, რომლებიც მას თან ახლავს და ადამიანებს გამოცდილებად რჩება.
Printworks-ის საჩუქარი გამოდგება:
- ახალ სახლში გადასვლის დროს
- ქორწილის ან დაბადების დღისთვის
- ბავშვის დაბადებისას
- ესთეტიკის მოყვარული მეგობრისთვის
- ან უბრალოდ იმ ადამიანისთვის, ვისთანაც უფრო მეტი მოგონების შექმნა გსურს
ბრენდის თითოეული დიზაინი ამ იდეას ემსახურება. ნივთები ისეა შექმნილი, რომ დახურულ კარს მიღმა შენახვის ნაცვლად, მაქსიმალურად უნდა გამოაჩინო და ინტერიერის ნაწილად გარდაქმნა. ამიტომ, სანამ კონკრეტულ ნივთებს გაიცობ, Printworks ჯერ იმ კატეგორიებად უნდა დავყოთ, რომელიც საზოგადოებაში მას საუკეთესო სასაჩუქრე ბრენდის სახელს უმკვიდრებს.
Printworks-ის ნივთები Dressup Home-ზე
Dressup Home-ში წარმოდგენილი Printworks-ის კოლექციაში რამდენიმე განსხვავებულ კატეგორიას შეხვდები, თითოეული მათგანი კი სხვადასხვა ტიპის გამოცდილებისთვისაა შექმნილი.
- ფოტოალბომები - ისტორიები, რომლებიც ფურცლებზე რჩება
გაციფრულებული ფოტოების რაოდენობა უსასრულოა, მაგრამ სწორედ ეს სძენს ფოტოალბომს საკუთარ მნიშვნელობას და ხშირად დასამახსოვრებელი, გნებავს დამმახსოვრებელი ხდება.
ცარიელი ფურცლიდან დაწყება კი ყოველთვის მომავალ მოგონებებთანაა დაკავშირებული. Printworks-ის სასაჩუქრე ალბომები დიზაინით ხშირად წიგნებს წააგავს, რის გამოც ინტერიერის ერთ-ერთი დეტალის ფუნქციასაც ითავსებს.
Dressup Home-ზე ისეთი თემატიკის ალბომებს შეხვდები, როგორებიცაა: სიყვარული, ოცნებები, ჰარმონია და სხვა.
ზოგი მათგანი ბავშვის პირველი წლების დასურათებისთვისაა შექმნილი, ზოგი ოჯახური ისტორიებისთვის, ზოგიც კი მოგზაუროებებისთვის.
სამაგიდო თამაშები - გართობის ყველაზე მარტივი გზა
ჩვეულებრივი საღამოს გარდაქმნისთვის, ხშირად ერთი თამაში საკმარისზე მეტია. სწორედ ამიტომ Printworks-ის სამყაროში სამაგიდო თამაშები განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.
ამ კატეგორიაში რამდენიმე ნივთს ვხვდებით:
ჭადრაკი - სტრატეგიისა და აზროვნების სიმბოლოა. ფრინთვორქსის ვარიაცია კი კლასიკური თამაშის ვიზუალურად გათანამედროვებული ფორმაა.
დომინო - ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური თამაშია, მარტივი წესებითა და აქტიური დინამიკით.
ფაზლები - განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის, უფრო მშვიდსა და კონცენტრირებულს. 1000 დეტალიანი ფაზლები ხშირად ერთი კონკრეტული დღის ნაცვლად, კვირობით გართობასა თუ განტვირთვას უკავშირდება.
სხვა თამაშები - Printworks-ის კოლექციაში კლასიკური თამაშების თანამედროვე ინტერპრეტაციებიც გვხვდება: ნარდი, შაში, ჩინური შაში, Tic Tac Toe, Four in a Row და ა.შ. ყველაზე საინტერესო, მაინც პორტაბელური მაგიდის ჩოგბურთია, რომელიც ნებისმიერ მართკუთხა მაგიდას სათამაშო მოედნად გარდაქმნის.
ეს კატეგორია განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც სახლში სტუმრების მიღება უყვარს - სწორედ იქ იწყებენ ეს ნივთები თავიანთ ისტორიას.
თუმცა Printworks-ის სამყაროში შეხვედრები ყოველთვის მხოლოდ თამაშით არ იწყება.
სამზარეულოს აქსესუარების კომპლექტები - ყოველდღიური მომენტები, რომლებიც რიტუალად იქცევა
სამზარეულო ხშირად ის სივრცეა, სადაც ადამიანები ერთმანეთთან ყველაზე ბუნებრივები არიან. ამიტომაც Printworks აქსესუარებს ისე ქმნის, რომ ისინი უბრალოდ ფუნქციური ნივთები არ იყოს და პატარა რიტუალების ნაწილი გახდნენ.
Dressup Home-ზე წარმოდგენილია აუცილებელი ნივთების სერია, სადაც შეხვდებით სხვადასხვა ტიპის კომპლექტებს:
- ღვინის, შამპანურისა, და კოქტეილის აქსესუარები, ისევე როგორც მათარა
- ჩაის კომპლექტი
- პიცის, პასტის, ქაფქეიქების, ფალაფელისა და რამენის მოსამზადებელი ნივთები
- ტორტის სერვირებისა და ყველის საჭრელი კომპლექტი
ეს ნივთები განსაკუთრებით კარგი საჩუქარია მათთვის, ვისაც სამზარეულოში დროის გატარება უყვარს - ან მათთვის, ვისაც სტუმრების მასპინძლობა სიამოვნებს.
თუმცა ფრინთვორქსს კიდევ აქვს საიდუმლო შენახული. არსებობს კიდევ ერთი კატეგორია, რომელიც უფრო პირად ემოციებს ეხება.
ბლოკნოტები - იდეების, გეგმების და მოგონებების ადგილი
ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები ხშირად ხმაურიან საღამოს უკავშირდება, თუმცა Printworks-ის ბლოკნოტები უფრო მშვიდი გარემოს შექმნისკენ გვიბიძგებს.
Dressup Home-ზე შეხვდები:
- Wellness Journal - პირადი ჩანაწერებისთვის;
- Weekly Planner - The Perfect Plan - ყოველდღიური გეგმებისთვის;
- Wedding Guest Book - ქორწილის მოგონებებისთვის.
პატარა ნივთები, რომლებიც ინახავენ დროს
როგორც მიხვდით - Printworks გამუდმებით გვახსენებს, რომ ყოველდღიური ნივთები უბრალო ობიექტებზე მეტს ნიშნავს. თითქოს თითოეული მათგანი წინასწარ ფიქრობს იმ მოგონებზე, რომლებიც შენ და საყვარელ მეგობრებს მომავალში დაგრჩებათ. Dressup Home -ზე წარმოდგენილი თითოეული ნივთი სწორედ ამ დიდ მისიას ემსახურება - შექმნას უკეთესი, მეტად საინტერესო, მშვიდი და კომფორტული გარემო და თავი შინ გაგრძნობინოთ.