ცივ ამინდში ცხელი ყავის ან ჩაის თან ტარება, ზაფხულში კი სასმელის დაბალი ტემპერატურის შენარჩუნება ყოველდღიურობას ბევრად უფრო სასიამოვნოს ხდის. გზაში, სამსახურში თუ ბუნებაში ყოფნისას, საყვარელი სასმელის მირთმევა ნამდვილი კომფორტია, ამიტომ ორმაგად უსიამოვნოა როცა მოყლუპავ და აღმოაჩენ, რომ ცხელი ჩაი გაციებულა, ან ცივი ყავა - გამთბარა.

გემოვნებიანი დიზაინის თერმოსი არა მხოლოდ პრაქტიკული აქსესუარია, არამედ შენი ინდივიდუალური სტილის გამოხატულებაც შეიძლება გახდეს. ამიტომ ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს თერმოსების დიდ არჩევანს ევროპის წამყვანი ბრენდებისგან. ჩვენთან აღმოაჩენ ავთენტურ პროდუქციას 5 Five Simply Smart, Koopman და Gentlemen's Hardware-სგან. ხარისხიანი მასალისგან შექმნილი ჭურჭელი სითხის ტემპერატურას მრავალი საათის განმავლობაში ინარჩუნებს და მრავალი წელი გემსახურება, რაც მას ერთ-ერთ საუკეთესო ინვესტიციად აქცევს.

შეიძინე ხარისხიანი და ტრენდული თერმოსი ონლაინ

ქალაქგარეთ დასვენება ან ლაშქრობა უბრალოდ წარმოუდგენელია სანდო და ტევადი თერმოსის გარეშე. თერმოსში შენახული სასმელი ზაფხულის მზის ქვეშ ხეტიალისას გაგაგრილებს, ცივ საღამოს კემპინგისას კი სასიამოვნოდ გაგათბობს. ყოველდღიურად გამოსაყენებლად, აქტიური ვარჯიშისას თუ ქალაქში სეირნობისას კი მსუბუქი წყლის ბოთლი შენი იდეალური თანამგზავრი იქნება.

უჟანგავი ფოლადისა და მეტალის დეტალების მქონე მოდელები ნაკაწრების მიმართ მდგრადია და დიდხანს ინარჩუნებს პირვანდელ იერს. ამასთან, თერმოსი იდეალური ცარიელი ტილოა შენი გემოვნებით მოსართავად. მაგალითად, დღეს ბევრი მეტი პერსონალიზაციისთვის თერმოსებსა და წყლის ბოთლებს სტიკერებით რთავს.

ჩვენს კოლექციაში ასევე გვაქვს ყველაზე პატარებისთვის სპეციალურად შერჩეული, კომპაქტური ბავშვის თერმოსები, რომლებიც სკოლაში სატარებლად ძალიან პრაქტიკულია და თან ბავშვებს მხიარული დიზაინით იზიდავს.

ვებსაიტზე შოპინგის პროცესი მაქსიმალურად შენს კომფორტზეა გათვლილი. გამოიყენე ჩვენი მოსახერხებელი ფილტრები რათა წუთებში იპოვო ზუსტად იმ მოცულობისა და მასალის თერმოსი, როგორიც გჭირდება. გაიმარტივე ყოველდღიურობა ხარისხიანი და ლამაზი აქსესუარების დახმარებით - მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას