სამაგიდო აქსესუარები
სამაგიდო აქსესუარები ონლაინ
არ აქვს მნიშვნელობა, მუშაობ თუ ისვენებ - გარემო დიდ გავლენას ახდენს იმაზე, რამდენად ნაყოფიერია ორივე პროცესი. კარგად შერჩეული ნივთები სივრცეს აცოცხლებს და მასში შენი ხასიათი შემოაქვს, პერსონალიზებული სივრცე კი ყოველთვის უფრო მყუდროა და, შესაბამისად, ყოველმხრივ უფრო პროდუქტიული. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გაძლევს საშუალებას, კაბინეტი თუ მისაღები ოთახი ბევრად უფრო საინტერესო სივრცეებად აქციო.
ჩვენს კატალოგში დაგხვდება სახლის დეკორის ცნობილი ევროპული ბრენდების სამაგიდო აქსესუარების ორიგინალური არჩევანი. კატეგორიაში წარმოდგენილია Chehoma, Item International, Signes Grimalt, Atmosphera-ს ორიგინალური გლობუსები, ვინტაჟური გამადიდებელი შუშები, ტელესკოპები და დეკორატიული ზარები. მარმარილოს, თითბერისა და ხის დეტალებით გაფორმებული დეკორი ნებისმიერ სივრცეს გამორჩეულ იერს აძლევს და განსაკუთრებული, ინტელექტუალური და ვინტაჟური შტრიხები შეაქვს.
შეიძინე ევროპული სამაგიდო აქსესუარები ონლაინ
მცირე ზომის, მაგრამ ვიზუალურად ძალიან ეფექტური ფიგურები განსაკუთრებით უხდება თანამედროვე ან კლასიკური სტილის ინტერიერს. თუ ოთახში შესაბამისი დეკორატიული ავეჯი გიდგას, მასზე განთავსებული ვინტაჟური გლობუსი იდეალურ კომპოზიციას შეკრავს, ხოლო დახვეწილი მაგიდის სანათი მთელ სივრცეს უფრო მეტ სიმყუდროვეს შესძენს.
იქვე შეგიძლია სამაგიდო თამაშები მოათავსო - დღესდღეობით, როცა სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ციფრული გასართობი საშუალებების მოხმარება შეამციროს და ფიზიკურით ჩაანაცვლოს, სამაგიდო თამაშებზე მოთხოვნა იზრდება (თანაც დიზაინის ჭადრაკის დაფა თუ ფაზლი ვიზუალურადაც სასიამოვნოდ ავსებს ინტერიერს). ასეთი ყურადღებით შერჩეული სახლის დეკორი შენს გარემოს ბევრად უფრო შინაარსიანს ხდის.
ჩვენს ვებსაიტზე შოპინგის პროცესი მაქსიმალურად მორგებულია შენს კომფორტზე. შეგიძლია დაათვალიერო კოლექცია და სახლიდან გაუსვლელად შეიძინო ის სამაგიდო აქსესუარები, რომლებიც შენს სივრცეს მოუხდება. ისარგებლე უფასო მიწოდებით მთელ საქართველოში და გაიმდიდრე ინტერიერი მარტივად.