ოთახში ნივთების სწორად გადანაწილება ინტერიერის დაგეგმვის ერთ-ერთი მთავარი ეტაპია, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს რამდენად კომფორტულად იგრძნობ თავს შენს სახლში. როცა ყველა წვრილმანებს საკუთარი ადგილი აქვს მიჩენილი, სივრცე ბევრად უფრო ორგანიზებული და მოწესრიგებულია - და სახლშიც მეტი სიმყუდროვე სუფევს.
ფუნქციური ავეჯი გეხმარება, რომ შენი სივრცე სრულყოფილად აითვისო, თითოეულ ოთახს ინდივიდუალური ხასიათი შეუქმნა და მოუწესრიგებელ წვრილმანებს შენი სიმშვიდის დარღვევის საშუალება არ მისცე. მათ, ვისაც სურს, გარემო მარტივად მოაწესრიგოს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge სათავსოების არჩევანს სთავაზობს. აარჩიე შენი საჭიროებების მიხედვით, დიდი ან მცირე ზომის, ხის, კერამიკის ან ნაჭრის სათავსო და შექმენი ინტერიერში ტრენდული იერი ისე, რომ წვრილმანებმა ხელი არ შეგიშალოს.
შეიძინე ხარისხიანი სათავსო ონლაინ
სივრცის ეფექტური მართვისთვის სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების სათავსოების კომბინირება საუკეთესო გამოსავალია. მაგალითად, დიდი სათავსო ყუთი დაგეხმარება უფრო მასშტაბური ნივთების ორგანიზებაში, ხოლო მსუბუქი ნაჭრის სათავსო ან კალათა იდეალურია საძინებლის ან გარდერობის აქსესუარების ორგანიზებისთვის.
კედლის სივრცის ეფექტურად ასათვისებლად შეგიძლია გამოიყენო მრავალფუნქციური სათავსო თარო, რომელიც საუკეთესო ვარიანტია ისეთი ნივთებისთვის, რომლებსაც შედარებით ხშირად იყენებ - მათი გადმოღება და უკან დადება თუ მინიმალურ დროში შეგეძლება, მაშინ ორგანიზებაც ნაკლებად გაგიჭირდება. მისაღებ ოთახში დამატებითი შესანახი ადგილის მოსაწყობად კი იდეალურია პუფი სათავსოთი, რომელიც სივრცის მაქსიმიზაციის საშუალებას მოგცემს და ორ ფუნქციას ერთდროულად შეასრულებს.
თუ გსურს შენი სივრცე მაქსიმალურად აითვისო და შენს გემოზე მოაწყო, გაეცანი ჩვენი დეკორატიული ავეჯის კოლექციას, სადაც ინტერიერის სრულყოფისთვის სხვა საჭირო ნივთებსაც ნახავ.
შეიძინე საჭირო ტიპის სათავსო ჩვენს ვებსაიტზე სახლიდან გაუსვლელად. ფილტრების სისტემის დახმარებით სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდება იმისთვის, რომ იპოვო ზუსტად იმ ტევადობისა და მასალის სათავსო, რომლებსაც ეძებ. გახადე შენი საცხოვრებელი სივრცე უფრო ორგანიზებული ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.