წიგნი ონლაინ

დღეს წიგნი მხოლოდ საკითხავი მასალა აღარ არის - მაღალი ხარისხის ილუსტრირებული გამოცემები ინტერიერის დიზაინის დამოუკიდებელი (და ძალიან ტრენდული) დეკორატიული ელემენტიც შეიძლება იყოს. სივრცის მოწყობისას ბუნებრივია ყველა ჩვენგანი ეძებს ისეთ ატრიბუტებს, რომლებიც არა მხოლოდ ვიზუალურად ალამაზებს სახლს, არამედ სივრცეში ჩვენს პიროვნებას, “მეს” სვამს, ჩვენს გემოვნებაზე, გატაცებებსა და პრიორიტეტებზე უყვება სტუმრებს. ილუსტრირებულ გამოცემებს სახლში არა მხოლოდ ინტელექტუალური და ესთეტიკური შტრიხები შეაქვს, არამედ ჩვენს ინტერესებსა და ხასიათს უსვამს ხაზს. 

ონლაინ მაღაზია dressup.ge გთავაზობს პრემიუმ ხარისხის ილუსტრირებული წიგნების კოლექციას მსოფლიოში ცნობილი ევროპული გამომცემლობებისგან. მათ შორის Taschen, Phaidon, Rizzoli, Abrams. ჩვენს კოლექციაში გავაერთიანეთ ხელოვნების, მოდის, არქიტექტურისა და კულინარიის თემატიკაზე შექმნილი გამოცემები, რათა ყველამ შეძლოს სახლში სწორედ ის წიგნი შეიტანოს, რომელიც მის ინტერესებთან ყველაზე ახლოსაა.

შეიძინე ილუსტრირებული წიგნები და სასაჩუქრე გამოცემები ონლაინ

შენი მისაღები ოთახის ცენტრში ელეგანტურ ყავის მაგიდაზე განთავსებული მასიური, მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის ილუსტრირებული წიგნი ყველასთვის მარტივად შესამჩნევი, საინტერესო და ამასთან დახვეწილი სახლის დეკორი ხდება. არ აქვს მნიშვნელობა წიგნი ფრიდა კალოს შემოქმედებაზეა, დოლჩე და გაბანას ისტორიაზე თუ იტალიურ სამზარეულოზე. მსგავსი ფერადი და ლამაზად გაფორმებული გამოცემები კარგად ეხამება სხვა სახლის აქსესუარებს, მაგალითად სანთლებს, ლარნაკებს, მცირე ზომის დეკორატიულ ფიგურებს. ეს აქსესუარები შენს სივრცეს გამორჩეულ, ინდივიდუალურ ხასიათს ანიჭებს. 

გარდა იმისა, რომ ასეთი გამოცემებით საკუთარ გარემოს გამდიდრება შეგიძლია, მსგავსი ესთეტიკური გამოცემა საუკეთესო სასაჩუქრე წიგნიცაა. ის ფასეული სამახსოვრო იქნება ნებისმიერი მნიშვნელოვანი თარიღისთვის: ახალ სახლში გადასვლისთვის, ახალი სამსახურის დაწყებისთვის, ახალი წლისთვის თუ დაბადების დღისთვის. სწორად შერჩეული გამოცემა ადრესატს აჩვენებს, რომ ყურადღებას აქცევ მის გატაცებებსა და ინტერესებს, ხოლო თავად გამოცემა კი მის თაროს წლების განმავლობაში დაამშვენებს.

დღეს ამგვარი ლამაზი და ძვირფასი გამოცემების შესაძენად აღარ გჭირდება წიგნის მაღაზიას ესტუმრო. ჩვენს პლატფორმაზე ულამაზეს წიგნებს სახლიდან გაუსვლელად გაეცნობი. შეიძინე ონლაინ ის წიგნი, რომელიც ჯდება შენს ინტერესებსა და ესთეტიკაში, ჩვენი კურიერი კი შენაძენს საქართველოს ნებისმიერ წერტილში უსაფრთხოდ და სწრაფად მოგიტანს. 

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
პროდუქტის ტიპი
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას