შემოსასვლელი სივრცე თანამედროვე სახლის ინტერიერის დიზაინში ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაწყობი სივრცეა. ერთის მხრივ, ამ, როგორც წესი, ვიწრო ადგილმა უამრავი რამ უნდა დაიტიოს. მეორეს მხრივ, კი ის პირველია, რასაც სახლში შესვლისას ადამიანები ხედავენ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუდმივად მოწესრიგებულად და ორგანიზებულად გამოიყურებოდეს.

ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ მასალებისგან დამზადებული დასადგამი თუ კედლის საკიდების ფართო არჩევანს ცნობილი ევროპული ბრენდებისგან Chehoma, Opjet, J-Line, Boltze და Atmosphera, რომლებიც სივრცის მოწესრიგებაშიც დაგეხმარება და, თან, მიმზიდველადაც გამოიყურება.

შეიძინე პრემიუმ ხარისხის საკიდები ონლაინ

კოლექციაში წარმოდგენილია ხის, თითბერის, ბამბუკისა თუ მეტალისგან დამზადებული კლასიკური და ორიგინალური მოდელები. აქ აუცილებლად იპოვი ისეთს, რომელიც იდეალურად ერგება ნებისმიერ ინტერიერს. კარგი იქნება, თუ შეძლებ შემოსასვლელში დასადგამი საკიდის დადგმას - შემოდგომა-ზამთრის ცივ სეზონზე, როდესაც მძიმე და ხშირად საკმაოდ მასიური ქურთუკი ან პალტო გაცვია, ამგვარი საკიდი საუკეთესო არჩევანია: ტანსაცმელი თან ხელმისაწვდომ ადგილას იქნება, და თან არ გეშინია, რომ საკიდმა შეიძლება სიმძიმეს ვერ გაუძლოს. უფრო მსუბუქი სამოსი კი, მაგალითად ჯინსის ქურთუკი ან კლასიკური პიჯაკი შეგიძლია თავისუფლად დაკიდო ნებისმიერ კოლექციაში წარმოდგენილ კედლის საკიდზე. ხოლო თუ გინდა ინტერიერში საინტერესო დეკორატიული ელემენტი დაუმატო, შეგიძლია უფრო ორიგინალური, მაგალითად ცხოველების ან მცენარეების ფორმის, საკიდი დაკიდო.

შემოსასვლელის ლიმიტირებული სივრცის ორგანიზაციისას საუკეთესო ვარიანტია, თუ შეგიძლია საკიდის დიზაინი სხვა ნივთებსაც შეუხამო. მაგალითად, მინიმალისტური თარო დაგეხმარება, რომ წვრილმანი აქსესუარები, ქუდები და შარფები ერთ სივრცეში მოათავსო. ასეთი გააზრებული განლაგება გარემოში წესრიგის შენარჩუნებას უფრო ამარტივებს.

შენი ინტერიერისთვის სახლის დეკორის ელემენტების შეძენა ონლაინ სწრაფად და მარტივად შეგიძლია. ჩვენს პლატფორმაზე მოსახერხებელი ფილტრების დახმარებით აარჩევ სასურველი მასალისა თუ დიზაინის საკიდს, ჩვენი მიტანის სერვისი კი უზრუნველყოფს, რომ შენ მიერ შერჩეული ნივთი საქართველოს ნებისმიერ წერტილში სრულიად უსაფრთხოდ, დაზიანების გარეშე მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
გამომცემლობა
მეტი ნაკლები
ენა
ყდა
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას