ბენდენა
მამაკაცის ბენდენა ონლაინ
ბენდენა სწორედ ის უნივერსალური, მაგრამ ტრენდული აქსესუარია, რომელიც ნებისმიერ იმიჯს მარტივად შესძენს ინდივიდუალიზმს და მფლობელის ხასიათს უსვამს ხაზს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ბენდენების კოლექციას მსოფლიოში აღიარებული ბრენდებისგან. ურბანული, ყოველდღიური თუ ოდნავ ექსტრავაგანტული, სწორად შერჩეული ეს აქსესუარი შენს იერსახეს ნამდვილად უფრო საინტერესოს და სამახსოვროს გახდის.
შეიძინე კაცის ბენდენა ონლაინ
ბენდენას, როგორც აქსესუარის, მთავარი ხიბლი მის პრაქტიკულობასა და სტილიზაციის მრავალფეროვან შესაძლებლობაშია. შეგიძლია ის ყელზე შეიკრა კლასიკური, თავისუფალი სტილისთვის, მაჯაზე დაიხვიო კლასიკურ კაცის ტანსაცმელთან კონტრასტული აქცენტის შესაქმნელად, ან სულაც თავზე წაიკრა თუ უფრო სპორტული ლუქის შექმნა გსურს.
ჩვენს კატალოგში შეხვდები სხვადასხვა ფერისა და პრინტით გაფორმებულ მოდელებს, რომლებსაც მარტივად ჩართავ შენს სტილში. მაგალითად, თითქმის ყველა მამაკაცს შეუძლია შეუხამოს თავის სტილს კლასიკური Levi's შავი ბენდენა - ის იდეალურად ერგება ფაქტობრივად ნებისმიერ ფერსა და ფაქტურას. ხოლო თუ, პირიქით, რამე უფრო მამაცი და გამორჩეული გინდა - აქცენტისთვის უფრო მკვეთრი და ცოცხალი ფერი ან პრინტი გამოიყენე. შენი პერსონალური სტილის მაქსიმალურად ხაზგასასმელად კი შეგიძლია სხვა კაცის აქსესუარებს შეუხამო: მაგალითად მასიური სათვალე, სამაჯური ან შარფი ბენდენას კონტრასტულად გაუსვამს ხაზს, ლუქს შეავსებს და შენს ინდივიდუალურ გემოვნებასაც გაუსვამს ხაზს.
შოპინგის პროცესი ჩვენთან მაქსიმალურად შენს კომფორტზეა მორგებული. მოხერხებული ფილტრების დახმარებით მარტივად იპოვი ზუსტად იმ ფერს (ლურჯი, წითელი, შავი თუ მწვანე), რომელიც ყველაზე უკეთ ჯდება შენს გემოვნებაში. ხოლო თუ არჩევანის გაკეთება გიჭირს, თბილისის მასშტაბით შეგიძლია გამოიყენო ინოვაციური სერვისი „მოირგე“. შენ უკვეთავ 10-მდე სხვადასხვა ნივთს, კურიერს შეკვეთა სახლში მოაქვს და გელოდება 20 წუთი, სანამ შენ იზომებ. შენ იხდი მხოლოდ იმ ნივთის საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.