ელეგანტური და, ამავე დროს, კომფორტული ფეხსაცმლი გარდერობის ის ატრიბუტია, რომელიც ყველას სჭირდება, მათ შორის ყველაზე პატარებსაც. თუ გჭირდება შენი შვილი, კლასიკურ, ელეგანტურ სამოსში გამოაწყო განსაკუთრებული შემთხვევისთვის, პატარა ზომის კლასიკური ოქსფორდები იდეალური ფეხსაცმელი იქნება, რომელიც ამ ლუქს მაქსიმალურად დახვეწილად შეკრავს.

იმისთვის, რომ შენი შვილისთვის შეძლო იდეალური კლასიკური ბავშვის ფეხსაცმლის პოვნა, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს პრემიუმ ხარისხის კლასიკური ოქსფორდების გამორჩეულ კოლექციას. მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალები და სწორი კალაპოტი უზრუნველყოფს იმას, რომ ბავშვმა მთელი დღის განმავლობაში თავი კომფორტულად იგრძნოს.

შეიძინე ხარისხიანი, ელეგანტური ოქსფორდები ბავშვისთვის ონლაინ

ჩვენს კოლექციაში ძალიან მარტივად შეარჩევ შესაბამის მოდელს ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის, არ აქვს მნიშვნელობა უფრო საზეიმო ვარიანტს ეძებ თუ ყოველდღიური ფეხსაცმელი გჭირდება. თუ ოქსფორდები მთლად შენი შვილის სტილში არ ჯდება, შეგიძლია მას სხვა კლასიკურ ვარიანტებიც შესთავაზო, მაგალითად, დახვეწილი ბავშვის ლოფერები, ან, სპეციალურად ცივი სეზონისთვის - ელეგანტური და კომფორტული, თან თბილი ბავშვის ჩექმა.

ჩვენი ბავშვის ფეხსაცმლის კოლექციის შექმნისას გავითვალისწინეთ, რომ აუცილებელად ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს საშუალება მინიმალური ძალისხმევით შექმნას თავისი პატარასთვის მართლაც ინდივიდუალური გარდერობი, რომელიც პატარა ადამიანის ხასიათსა და აქტივობებს მოერგება.

თუმცა სრულყოფილი ლუქის ასაწყობად მხოლოდ ხარისხიანი ფეხსაცმელი არ კმარა - აუცილებელია შესაბამისი სამოსის შერჩევა. ჩვენი ბავშვის ტანსაცმლის კოლექცია იგივე პრინციპებზეა აწყობილი და ამ პროცესს ძალიან აადვილებს. მაგალითად, კლასიკურ ოქსფორდებს უმარტივესად შეუხამებ ღია ფერის ბავშვის პერანგს და კლასიკური ჭრის, რბილი ქსოვილის ბავშვის შარვალი - ასეთ ლუქს ალბათ 5 წუთი სჭირდება, მაგრამ ძალიან ტრენდულ და სუფთა იმიჯს ქმნის.

ჩვენთვის უპირველეს ადგილზე შენი კომფორტი დგას. არ იცი როგორი სტილის ოქსფორდები მოეწონება ბავშვს ან ზუსტად რა ზომა სჭირდება რომელი ბრენდისგან? სწორედ ასეთი პრობლემების უმარტივესად გადასაწყვეტად შეიქმნა სერვისი “მოირგე”. ეს სერვისი გაძლევს საშუალებას სახლიდან გაუსვლელად გაარკვიო როგორ ერგება სასურველი ნივთები შენს შვილს. გამოიწერე თბილისის მასშტაბით ათამდე სხვადასხვა ნივთი (ზომა თუ მოდელი). კურიერი ადგილზე მოგიტანს შეკვეთას და ოცი წუთი დაგელოდება, სანამ ბავშვი ყველაფერს მოირგებს და იდეალურ ვარიანტს აარჩევს. შენ იხდი მხოლოდ იმ ოქსფორდების საფასურს, რომელსაც დაიტოვებ, დანარჩენ მოდელებს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბავშვის ასაკი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას