თუ სუფთა ჰაერზე ვარჯიში შენი ცხოვრების რიტმის განუყოფელი ნაწილია, მაშინ სპორტული ქუდი შენთვის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მოდური აქსესუარი. როდესაც გარეთ დარბიხარ, ან მეგობრებთან ერთად ფრენბურთს თუ ტენისს თამაშობ, მისი პირდაპირი დავალებაა მცხუნვარე მზის სხივებისგან დაგიცვას. ცივ ამინდში კი სითბოს ინარჩუნებს, ოფლს აორთქლებს და, თან, მოულოდნელი ნალექისგანაც გიცავს. და რადგან ფუნქციური აქსესუარია, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორ გამოიყურება, არამედ რამდენად ხარისხიანი და სუნთქვადი მასალისგანაა დამზადებული. კარგი სპორტული ქუდი ერთდროულად გემოვნებიანადაც გამოიყურება და შენს კომფორტსაც უზრუნველყოფს, მათ შორის მაღალი დატვირთვის დროსაც.
ხარისხიანი სპორტული ქუდი, ექსტრემალური გამონაკლისების გარდა, სეზონთან ადაპტირებადია და მთელი წლის განმავლობაში გამოგადგება. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ასეთი ქუდების მრავალფეროვან არჩევანს მსოფლიოში ცნობილი სპორტული გიგანტებისგან: Lacoste, Nike, Adidas, Tommy Hilfiger, Fjällräven, Mammut, Puma და ა.შ.
შეიძინე მრავალფეროვანი სპორტული ქუდი ონლაინ
ჩვენს კოლექციაში მარტივად შეარჩევ მოდელს, რომელიც შენს საყვარელ აქტივობებს იდეალურად მოერგება. მსუბუქი, სუნთქვადი ბამბის კეპები იდეალურია ტენისის სათამაშოდ, ბუნებაში ჰაიკინგისთვის თუ ქალაქის ქუჩებში სირბილისთვის, როცა მთავარია მზისგან ან მსუბუქი ნალექისგან დაცვა.
სალაშქრო და სამთო აქტივობებისთვის კი გამოგადგება გამძლე ნაქსოვი ბინიც (Beanie). ეს ქუდები ცივ ამინდებზეა გათვლილი, კარგად ინარჩუნებს სითბოს, არ ატარებს ქარს, მაგრამ ამავდროულად სუნთქვადია და მათი ტარებისას არ ხურდება კანი.
ასევე წარმოდგენილია პანამის ტიპის უნისექს ქუდები, რომელთა დიდი ნაწილი რეგულირებადი შესაკრავითაა, რათა ყველამ მარტივად მოირგოს. კოლექციაში ასევე აღმოაჩენ უფრო ორიგინალურ მოდელებსაც. მაგალითად თუ ქუდები არ გიყვარს, შეგიძლია სცადო უთავო, შემოსაჭერიანი ან ბენდენიანი კეპის ტარება.
თუ სპორტით ცოტა ხნის წინ დაკავდი და სრული ეკიპირება გჭირდება ან გარდერობის განახლება გსურს, ჩვენთან ყველა სპორტული ტანსაცმელი ონლაინ ერთ სივრცეშია თავმოყრილი, მოწონებულ ქუდს მარტივად შეურჩევ შესაბამის სპორტულ ზედას, შარვალსა თუ კომფორტულ სპორტულ ფეხსაცმელს, რომელიც კონკრეტულად შენი საყვარელი აქტივობებისთვისაა შექმნილი.
Dressup.ge-ზე სასურველ სპორტულ ქუდს სახლიდან გაუსვლელადაც სულ რამდენიმე წუთში შეარჩევ. მოხერხებული ფილტრაციის სისტემის საშუალებით მოდელებს მარტივად დაახარისხებ ბრენდის, მოდელის, ზომისა თუ ფერის მიხედვით და იოლად აარჩევ შესაფერის ვარიანტს. შეკვეთას ჩვენი კურიერი საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში, პირდაპირ კართან მოგიტანს.