სტილი მხოლოდ ტანსაცმელში არ ჩანს, ის სახლის მოწყობის დეტალებშიც იგრძნობა. სწორად შერჩეული ჭაღი ოთახის განათებასთან ერთად ინტერიერის გამორჩეული ნაწილიც შეიძლება გახდეს. Dressup.ge-ზე სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის ჭაღებს აღმოაჩენ, რომლებიც მისაღები ოთახისთვის, სასადილო სივრცისა თუ საძინებლისთვის შეგიძლია შეარჩიო. გადაწყვეტილების მიღებამდე გაითვალისწინე ჭერის სიმაღლე, ოთახის ფართობი და ადგილი, სადაც სანათის დამონტაჟებას აპირებ.

სასადილო მაგიდის ზემოთ დაკიდებული ჭაღის ზომა და სიმაღლე განსაკუთრებით საყურადღებოა, რათა ყოველდღიური გამოყენებისას ხელი არ შეგიშალოს. ფერისა და მასალის შერჩევისას გაითვალისწინე ავეჯი და ოთახში არსებული სხვა სანათებიც. ასევე გადაამოწმე ჭაღის ნათურებისა და მონტაჟის მოთხოვნები, რათა სასურველი მოდელი შენი სივრცისთვის შესაფერისი იყოს.

როგორ შევარჩიოთ იდეალური ჭაღი

ფიქრობ, როგორი განათება მოუხდება შენს ოთახს? თუ მთავარი აქცენტის შექმნა გინდა, შეარჩიე გამორჩეული დიზაინის მისაღები ოთახის ჭაღი. უფრო რბილი და მშვიდი გარემოსთვის კი, მინიმალისტური ჭაღი საძინებლისთვის იდეალური იქნება. მთავარია, ჭაღის ზომა და სტილი ოთახის პროპორციებს შეუსაბამო. ზოგჯერ საუკეთესო შედეგისთვის, შეგიძლია ის კედლის სანათის მოდელებსაც შეუხამო.

ჩვენს კოლექციაში სხვადასხვა სტილის ჭაღებია: თანამედროვე, ბოჰემური თუ სკანდინავიური. შეხვდები ბუნებრივი მასალისგან შექმნილ მოდელებს, მეტალის სადა დეტალებს და საინტერესო ფერებს. შენს ინტერიერს სრულყოფილი იერსახე რომ მისცე, ჭაღთან ერთად შეგიძლია შეარჩიო შესაფერისი მაგიდის სანათი, რომელიც საერთო კომპოზიციას დაასრულებს.

შექმენი შენი განწყობა

განათება განწყობას ქმნის. საღამოს, როცა დასვენება გინდა, რბილი შუქი სიმშვიდეს მოგიტანს. მეგობრებთან შეხვედრისას კი, კარგად განათებული სივრცე ენერგიით აგავსებს. მეტი სიმყუდროვისთვის, შეგიძლია გამოიყენო ტორშერი და დაამატო რამდენიმე სანთელი და არომატიზატორი. ეს პატარა დეტალები ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
₾ ₾
ზომა
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას