სამსახურში, მოგზაურობისას თუ ვარჯიშის დროს, კომფორტული და პრაქტიკული ნივთები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. თერმოსი სწორედ ის აუცილებელი აქსესუარია, რომელიც აქტიური ცხოვრების რიტმში  საყვარელი სასმლის ტემპერატურას მთელი დღის განმავლობაში შეგინარჩუნებს. ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს უმაღლესი ხარისხის, ავთენტური თერმოსების ფართო კოლექციას. ჩვენთან შეხვდები ისეთ ცნობილ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა Stanley, Klean Kanteen, Fjällräven, Nike, Adidas და სხვა. ჩვენი კოლექცია მორგებულია ნებისმიერი ადამიანის საჭიროებებზე და გემოვნებაზე.

როგორ შევარჩიოთ თერმოსი

იდეალური მოდელის შერჩევა დამოკიდებულია იმაზე, თუ სად და როგორ გეგმავ მის გამოყენებას. თუ ხშირად დადიხარ სალაშქროდ ან ბუნებაში დასასვენებლად, დიდი მოცულობის და მაღალი გამძლეობის თერმოსის ყიდვა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაგალითად ოფისში ან უნივერსიტეტში წასაღებად, მსუბუქი და კომპაქტური თერმო ჭიქები გამოგადგება. ასევე, ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს – შავი, ვერცხლისფერი თუ ელეგანტური თეთრი თერმოსი ინდივიდუალური სტილის ხაზგასმაში დაგეხმარება.

თუ აქტიურად ვარჯიშობ, სპორტული მოდელები შენთვისაა. შეგიძლია ის თამამად შეუხამო შენს საყვარელ სპორტულ ზედასა და ჰუდის, სპორტულ ტანსაცმელსა და სპორტულ ფეხსაცმელს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენ არც პატარები დაგვიწყებია – სახალისო დიზაინის საბავშვო მოდელები (მაგალითად, Petit Jour Paris-სგან) მათ ყოველდღიურობას კიდევ უფრო გააფერადებს.

რატომ უნდა შეიძინოთ თერმოსები ონლაინ?

დღეს დროის დაზოგვა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ თერმოსები ონლაინ, სახლიდან შერჩევა საუკეთესო გამოსავალია. Dressup.ge-ზე შოპინგი კი მარტივი და მოსახერხებელია - ამატებ სასურველ ნივთს კალათაში, ირჩევ გადახდის მეთოდს და შენი შეკვეთა უკვე მზადაა.

გარდა ამისა, შეგიძლია შენი სახლისთვის სხვა საჭირო ნივთებიც აღმოაჩინო, მაგალითად სამზარეულოს აქსესუარები, რომლებიც ყოველდღიურ პროცესებს ბევრად უფრო სასიამოვნოს გახდის. ჩვენთან სტანდარტული მიწოდება მთელი საქართველოს მასშტაბით სრულიად უფასოა. თბილისის მასშტაბით კი მოქმედებს ექსპრეს მიტანის სერვისი, რომლის დახმარებითაც შენაძენს მაქსიმუმ 3 საათში მიიღებ. გაიმარტივე ყოველდღიურობა, დაათვალიერე კოლექცია და შეარჩიე შენი ახალი ფავორიტი თერმოსი დღესვე!

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
მეტი ნაკლები
კატეგორია
მეტი ნაკლები
ქვეკატეგორია
მეტი ნაკლები
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას