სუნამო პირადი სტილის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალია. Dressup.ge-ზე მამაკაცის სუნამოებს ისეთი ბრენდებისგან აღმოაჩენ, როგორებიცაა Calvin Klein, Guess და Mavi. არჩევისას დაფიქრდი, რომელი ტიპის არომატები მოგწონს და რა შემთხვევისთვის ეძებ ახალ სურნელს. მსუბუქი, ციტრუსოვანი ან სუფთა ნოტების მქონე კომპოზიცია შეიძლება ყოველდღიურად გამოიყენო, უფრო მძაფრი და თბილი არომატი კი საღამოსთვის შეარჩიო.

გაითვალისწინე, რომ სუნამო დატანისთანავე და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ განსხვავებულად შეიძლება აღიქმებოდეს. თუ რამდენიმე ვარიანტს შორის არჩევ, ყურადღება მიაქციე მათ ძირითად ნოტებსა და ინტენსივობას. სასურველია ისეთი სურნელი შეარჩიო, რომლის ტარებაც შენთვის სასიამოვნოა და რომელიც შენს ყოველდღიურ ჩვევებს შეესაბამება.

როგორ შეავარჩიოთ ჩვენთვის შესაფერისი სურნელი?

ყველაზე კარგი მამაკაცის სუნამო ისაა, რომელიც პირადად შენ მოგწონს და თავს კომფორტულად გაგრძნობინებს. არჩევანის გასამარტივებლად, გაითვალისწინე სუნამოს ტიპი:

  1. პარფიუმი (Eau de Parfum - EDP): უფრო კონცენტრირებული და მდგრადია. მისი არომატი კანზე დიდხანს რჩება და იდეალურია განსაკუთრებული შემთხვევებისთვის.
  2. ტუალეტის წყალი (Eau de Toilette - EDT): უფრო მსუბუქი და ყოველდღიური ვარიანტია. მისი გამოყენება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია.

ჩვენს კოლექციაში ორივე ტიპის სუნამოს იპოვი, რაც დაგეხმარება, შეარჩიო საუკეთესო ვარიანტი შენი ცხოვრების სტილისთვის.

ცნობილი ბრენდების საუკეთესო მამაკაცის სუნამოები

ჩვენს კოლექციაში თავმოყრილია ისეთი ბრენდები, რომლებსაც კარგად იცნობ. Calvin Klein-ის კლასიკური და დახვეწილი სურნელი, Guess-ის თანამედროვე და ენერგიული ხასიათი თუ Mavi-ს თავისუფალი და ყოველდღიური არომატი – არჩევანი შენზეა. თითოეული პროდუქტი ორიგინალია და ხარისხის გარანტიას გაძლევს. შენთვის სასურველი პროდუქტის პოვნა ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე ძალიან მარტივია.

შენი სტილი დეტალებშია. სუნამოსთან ერთად, სწორად შერჩეული მამაკაცის საფულე ან სხვა აქსესუარი სრულყოფილს გახდის შენს სახეს. თუ საჩუქარს ეძებ საყვარელი ადამიანისთვის, შეგიძლია ქალის სუნამოს კოლექციაც დაათვალიერო. Dressup.ge-ზე ყველაფერია შენი სტილის გამოსახატად.

შეარჩიე სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად. ჩვენ შენს შეკვეთას მთელი საქართველოს მასშტაბით, შენთვის სასურველ მისამართზე, სრულიად უფასოდ მოგიტანთ. შოპინგი Dressup.ge-ზე მარტივი და სასიამოვნოა.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
₾ ₾
ზომა
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას