თუ სპორტით აქტიურად ხარ დაკავებული (ან უბრალოდ სპორტული სტილი მოგწონს), მაშინ ისიც იცი, რომ მცირე აქსესუარები ძირითად აღჭურვილობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ხშირად სწორედ ყველაზე პატარა დეტალი, რომელიც ბევრს ავიწყდება, წყვეტს რამდენად ეფექტურად მოძრაობ ვარჯიშისას და რამდენად დაცული ხარ ტრავმებისგან. სწორად  შერჩეული აღჭურვილობა ნებისმიერ აქტივობას ბევრად სასიამოვნოს და კომფორტულს ხდის.

სწორედ ამიტომ, ონლაინ მაღაზია Dressup.ge-ზე შევადგინეთ სხვადასხვა მცირე სპორტული აქსესუარების კოლექცია მსოფლიოში ცნობილი სპორტული გიგანტებისგან, მათ შორის Adidas, Levi's, Mammut და სხვა. ეს კოლექცია აერთიანებს აქსესუარებს, რომელთა მნიშვნელობაზე ბევრი არ ფიქრობს, მაგრამ ეს დეტალები სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ ვარჯიშისას მცირე გამაღიზიანებლებზე აღარ იფიქრო და საყვარელი საქმე შეუფერხებლად გააგრძელო.

შეიძინე სხვადასხვა მცირე სპორტული ეკიპირება ონლაინ

ინტენსიური ვარჯიშის დროს რომ მაქსიმალურად დაიხარჯო და დისკომფორტის გამო შუა მოძრაობაში გაჩერება არ მოგიწიოს, აუცილებლად დაგჭირდება ტრენდული და მაღალი ხარისხის სპორტული აქსესუარები. მაგალითად, თუ გრძელი თმა გაქვს, შეიძლება მკვეთრი მოძრაობების შესრულებისას შეგაწუხოს, ამიტომ კარგი იქნება თუ დაწყებამდე გამძლე ნაჭრის სპორტულ ბენდენას ან მტკიცე აბადოკს გადაიკრავ. თმის წინასწარ საიმედოდ დაფიქსირება ვარჯიშის გაგიმარტივებს. თან, თუ სპორტული სტილის ესთეტიკა მოგწონს, დაგეხმარება ინდივიდუალური ფერადი შტრიხი დაამატო შენს ლუქს.

თუ კარგ ამინდში დარბაზს გარეთ ვარჯიში გირჩევნია, აუცილებლად დაამატე გარდერობს გამძლე, ოფლისშთანმთქმელი მასალისგან შექმნილი სპორტული ქუდი, რომელიც გადახურებისგან დაგიცავს.

თუ ბუნებაში სიარულისა და ლაშქრობის მოყვარული ხარ, ზურგჩანთაში აუცილებლად გამოუყავი ადგილი შარფს. არასდროს გაქვს გარანტია, რომ ამინდი უარესობისკენ არ შეიცვლება, ყელი კი სხეულის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ნაწილია. თუ უცებ წვიმა წამოვიდა ან ქარი ამოვარდა, აუცილებლად უნდა გქონდეს ხელზე რაიმე, რაც საიმედოდ დაიცავს.

ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ იმაზე, რომ ონლაინ შოპინგი Dressup.ge-ზე მაქსიმალურად მარტივი და კომფორტული იყოს. მოქნილი ფილტრაციის სისტემა დაგეხმარება სახლიდან გაუსვლელად, სულ რამდენიმე წუთში აღმოაჩინო ის სპორტული აქსესუარები, რაც გჭირდება. ჩვენი კურიერი კი იზრუნებს იმაზე, რომ შეკვეთა საქართველოს ნებისმიერ წერტილში უმოკლეს დროში მიიღო.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
ბრენდი
მეტი ნაკლები
სპორტის სახეობა
სპორტული კოლექცია
ყოველდღიური სტილი
ზომა
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას