კაცის შორტები ონლაინ

ზაფხულის სეზონზე მამაკაცის გარდერობში შორტები ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი ელემენტია. შორტები მსუბუქი, ფუნქციური და მრავალმხრივია. თუ მოდელს სწორად შეარჩევ და ლუქს დამატებითი ელემენტებით შეკრავ, შესაძლოა რამდენიმე რადიკალურად განსხვავებულ სიტუაციაშიც კი გამოგადგეს.

ხოლო იმისთვის, რომ შენი სტილის შესაბამისი მოდელის შერჩევა გაგიმარტივდეს, ონლაინ მაღაზია Dressup.ge გთავაზობს ასობით მოდელს, მსოფლიოში ცნობილი ისეთი ბრენდებისგან, როგორც Lacoste, Tommy Hilfiger, BOSS, Calvin Klein, Nike, Gant და Levis. კოლექციაში წარმოდგენილი თითოეული ნივთი 100% ავთენტურია, რაც ნიშნავს, რომ ნივთები ბრენდის შესაბამისი მაღალი სტანდარტების დაცვით დამზადდა და მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად გემსახურება.

შეიძინე საუკეთესო მამაკაცის შორტები ონლაინ Dressup.ge-ზე

ჩვენი არჩევანი მრავალფეროვანია და გათვლილია მაქსიმალურად მოერგოს სხვადასხვა ტიპის ზაფხულის გარდერობს. მათთვის, ვისთვისაც მთავარი კომფორტია, ჯინსის შორტები საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან დენიმი დროსთან ერთად მხოლოდ უკეთესი ხდება. განსაკუთრებით ცხელი დღეებისთვის პრიორიტეტი ქსოვილის ჰაერგამტარობა უნდა იყოს. ასეთ დროს ნატურალური ტილოს შორტები შეუცვლელია. ყოველდღიურად ოფისში სიარულისთვის ან ქალაქში სეირნობისთვის კი მუხლამდე კლასიკური შორტი, ჩინოსების სტილში, პერანგთან ერთად თავისუფალ, მაგრამ ნახევრად-ფორმალურ იერს ქმნის. აქტიური ცხოვრების წესის მოყვარულებს კი აუცილებლად დააინტერესებს სპორტული შორტები, რომლებიც მოქნილობით გამოირჩევა.

ჩვენს პლატფორმაზე აღმოაჩენ კაცის ტანსაცმლის მრავალფეროვან კოლექციას, სადაც მარტივად იპოვი ნებისმიერი სიტუაციის შესაბამის ზედატანს, რომელსაც არჩეულ შორტებს დაუწყვილებ. სრულყოფილი იმიჯის შესაქმნელად კი კარგი იქნება, თუ შესაბამის კაცის ფეხსაცმელსაც შეუთავსებ. არ იფიქრო, რომ შორტებს მხოლოდ სპორტული ან თავისუფალი  ფეხსაცმელი უნდა შეუთავსო. სტილისა და სიტუაციის შესაბამისად, შეგიძლია დაუწყვილო როგორც საზაფხულო სანდლები და კედები, ისე ლოფერები და ესპადრილები. საბოლოო შტრიხების დასამატებლად კი დაათვალიერე ჩვენი კაცის აქსესუარები: შესაბამისი ქამარი, საათი თუ სამკაული კიდევ უფრო მკაფიოდ გაუსვამს ხაზს თითოეულ ლუქში შენს ინდივიდუალურ სტილს.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ონლაინ შოპინგი მომხმარებლისთვის კომფორტული იყოს. ამიტომ დავნერგეთ ინოვაციური სერვისი „მოირგე“, რომელიც ონლაინ გამოწერას კიდევ უფრო უსაფრთხოსა და მოსახერხებელს ხდის. ახლა, თუ არ იცი რომელი ზომა ან მოდელი გექნება ყველაზე კარგად, შეგიძლია 10-მდე ნივთი შეუკვეთო პლატფორმაზე. შეკვეთას კურიერი თბილისის მასშტაბით ადგილზე მოგიტანს და 20 წუთი დაგელოდება, სანამ შენ მოიზომებ. შენ ანაზღაურებ მხოლოდ იმ ნივთების საფასურს, რომლის დატოვებასაც გადაწყვეტ, დანარჩენს კი კურიერი უკან წაიღებს.

ფილტრი

სორტირება
პროდუქტის სახეობა
სქესი
პროდუქტის ტიპი
მეტი ნაკლები
ფიტი
ბრენდი
მეტი ნაკლები
ფასი
ზომა
მეტი ნაკლები
წელის ზომა
მეტი ნაკლები
მკლავის სიგრძე
მოსაცმელის სიგრძე
ქვედაბოლოს სიგრძე
ზედაპირი
მეტი ნაკლები
სარჩული
მეტი ნაკლები
ძირი
მეტი ნაკლები
ქუსლის სიმაღლე
მეტი ნაკლები
შემადგენლობა
მეტი ნაკლები
ფერი
მეტი ნაკლები
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას