Dressup.ge-ზე ხელმისაწვდომია ბრიტანული, პრემიუმ მოდის ბრენდი - Barbour, რომელიც ცნობილი გახდა მაღალი ხარისხის წყალგამძლე ქურთუკებით. ბრენდი 1894 წელს დაარსდა და დღემდე ინარჩუნებს კლასიკურ, თუმცა მოდერნიზებულ ბრიტანულ ხიბლს. ეს ერთადერთი ბრენდია, რომელსაც ბრიტანული სამეფო ოჯახის რამდენიმე აღიარება ხვდა წილად.
Barbour-ის კოლექციაში შეხვდებით ქურთუკებს, პერანგებსა და აქსესუარებს, რომლებიც იდეალურად შეესაბამება ინგლისურ ხასიათსა და ესთეტიკას.