• -20%
SUN Oil Control სახის მზისგან დამცავი...

SUN Oil Control სახის მზისგან დამცავი SPF 50+ გელ-კრემი 50მლ

7844
67,95 ₾ 84,50 ₾ -20%
ზომა

ფილიალებში მარაგების შემოწმება
 

Eucerin SUN Oil Control სახის მზისგან დამცავი SPF 50+ გელ-კრემი 50მლ - იცავს ცხიმიან და აკნესკენ მიდრეკილ კანს მზით გამოწვეული ზიანისგან Advanced Spectral Technology-სა და HEVIS სხივების წინააღმდეგობის წყალობით. უზრუნველყოფს ძალიან მაღალ UV დაცვას და მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებს ცხიმიანობასა და ბზინვარებას. სპეციალურად შექმნილია მშრალი, მგრძნობიარე, ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის.

ულტრა-მსუბუქი, არაწებოვანი ტექსტურა სწრაფად შეიწოვება და კანზე არ ტოვებს ნარჩენს. დამატებით არის წყალგამძლე, ოფლისადმი მდგრადი და ქვიშა გამძლე. როგორც ყველა Eucerin-ის მზისგან დამცავი, არ შეიცავს ოქტინოქსატსა და ოქსიბენზონს.

უპირატესობები:

  • ძალიან მაღალი მზისგან დაცვა სახისთვის
  • UVA/UVB დაცვა და HEVIS სხივებისგან თავდაცვა (Advanced Spectral Technology)
  • იდეალურია ცხიმიანი და აკნესკენ მიდრეკილი კანისთვის
  • დერმატოლოგიურად და კლინიკურად დატესტილი
  • არაცხიმიანი, სწრაფად შეწოვადი ტექსტურა
  • წყალგამძლე, ოფლისადმი მდგრადი და ქვიშის მიმართ მდგრადი ეფექტით

გამოყენების წესი:
დაიტანეთ დილით, დღის მოვლის კრემის ნაცვლად ან მის ქვეშ. მაღალი SPF დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ იყენეთ აკნეს სამკურნალო პრეპარატებს ან კანის პილინგის საშუალებებს, რადგან ისინი ზრდის კანის მგრძნობელობას მზის მიმართ. შესაძლებელია სხვა Eucerin-ის მოვლის პროდუქტებთან ერთად გამოყენება, მათ შორის DERMOPURE ხაზის საშუალებებთან. კანზე დატანის შემდეგ დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს დაცვას. სურვილის შემთხვევაში გამოიყენეთ მაკიაჟი.

მზისგან დაცვა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მზეზე ყოფნისას, არამედ მსუბუქი ან ზომიერი ზემოქმედების დროსაც, რადგან ის ასევე აზიანებს კანს. აკნესკენ მიდრეკილი კანი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ჰიპერპიგმენტაციის მიმართ, რაც მზის ზემოქმედებით ადვილად მძაფრდება. ამიტომ მზისგან დამცავი ყოველდღიური მოვლის რუტინაში აუცილებელი ნაწილია.

აქტიური ინგრედიენტები:

- ლიკოქალკონი A – ძლიერი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო კომპონენტი ჩინური Glycyrrhiza inflata-ს ფესვებიდან; ამშვიდებს კანს, ამცირებს ანთებას, ანეიტრალებს თავისუფალ რადიკალებს და იცავს კანის ღრმა ფენებს მზის ზემოქმედებისგან.
- კარნიტინი – ამინომჟავას წარმოებული ნივთიერება, რომელიც ამცირებს ცხიმის გამომუშავებას კანზე და ამით ხელს უწყობს ცხიმიანობის კონტროლს.
- გლიცირეთინის მჟავა – მიღებულია Glycyrrhiza glabra-ს (ლიქორიცის) ფესვებიდან; ცნობილია ანტიოქსიდანტური და დამამშვიდებელი თვისებებით, იცავს კანის ღრმა ფენების უჯრედებს UV-სხივებით გამოწვეული თავისუფალი რადიკალებისგან და ხელს უწყობს კანის საკუთარი დნმ-ის აღდგენის პროცესს.

INGREDIENTS: Aqua, Alcohol Denat, Butylene Glycol Dicaprylate/Dicaprate, C12-15 Alkyl Benzoate, Butyl Methoxydibenzoylmethane, Dibutyl Adipate, Bis-Ethylhexyloxyphenol Methoxyphenyl Triazine, Silica, Ethylhexyl Triazone, Phenylbenzimidazole Sulfonic Acid, Diethylamino Hydroxybenzoyl Hexyl Benzoate, Cetearyl Alcohol, Behenyl Alcohol, Silica Dimethyl Silylate, Copernicia Cerifera Cera, Glycyrrhetinic Acid, Glycyrrhiza Inflata Root Extract, Carnitine, Glycerin, Dimethicone, Xanthan Gum, Sodium Chloride, Sodium Stearoyl Glutamate, Hydroxypropyl Methylcellulose, Sodium Hydroxide, Trisodium EDTA, Phenoxyethanol, Decylene Glycol, Ethylhexylglycerin, Hydroxyacetophenone

ბრენდი
Eucerin
შტრიხკოდი
4005800119507
ბრენდის ქვეყანა
გერმანია
კატეგორია
მზის ხაზი
ქვეკატეგორია
მზისგან დაცვა
ტიპი
კრემი
მოცულობა
50 მლ
ზონა
სახე
SPF
SPF 50+
პროდუქტი დაემატა სურვილების სიას