დრესაპის ლოიალობის ბარათი - წესები და პირობები

შპს „თრეიდლაინ“-ის (ს/კ: 203827449, მისამართი: დ. გამრეკელის N19, ოფისი N29. საკონტაქტო ინფორმაცია: (+995) 032 2 38 48 68; ელ. ფოსტა: [email protected], პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი: თამუნა ქემერტელიძე, ტელ: +995 32 2 38 48 98 (0203), ელ. ფოსტა: [email protected]) (შემდგომში კომპანია) მიერ წარმოებული “Dressup”-ის ლოიალური ბარათის მფლობელი ამ დოკუმენტის გაცნობაზე თანხმობის გაცემით ადასტურებს, რომ სრულად გაეცნო დოკუმენტში წარმოდგენილ ინფორმაციას, გასცემს თანხმობას კომპანიის წინაშე და ანიჭებს უფლებას შემდეგზე:

კომპანიის მიერ დამუშავებული იქნას მომხმარებლის შემდეგი პერსონალური მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საცხოვრებელი მისამართი და შესყიდული პროდუქციის შესახებ ინფორმაცია. მონაცემთა დამუშავება მოიცავს საქართელოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაცემთა დამუშავების ნებისმიერ მოქმედებას, როგორიც არის პერსონალური მონაცემების შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა და სხვ. წინამდებარე დოკუმენტზე ხელმოწერით კომპანიას ენიჭება უფლებამოსილება, მონაცემები დაამუშავოს პროგრამული უზრუნველყოფის  გამოყენებით, როგორც თავისი უშუალო უფლებამოსილი თანამშრომლების, ასევე დამუშავებაზე უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც არიან:

  1. შპს „ეფემჯი სოფტ“ (ს/კ: 404857455), ტელ: +995 32 2470600;
  2. შპს „ვიფიშერი“ (ს/კ: 400147337), ტელ: +995 598185556 (მომხმარებელთან საინფორმაციო ხასიათის კომუნიკაციის განხორციელების მიზნით)

ამასთან, დამუშავება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც საჭიროა მიზნის მისაღწევად.  მომხმარებლის პერსონალური  ინფორმაციის   გადაცემა  მესამე  პირებზე,   კერძოდ, სახელმწიფო, მარეგულირებელ და სამართალდამცავ ორგანოებზე განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გადაცემული იქნას კანონმდებლობით პირდაპირ გაუთვალისწინებელ შემთხვევებშიც, კანონიერი ინტერესების დასაცავად. 

წინამდებარე დოკუმენტში ჩამოთვლილი პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების, მათთვის საჭირო სერვისებისა და პროდუქტების, მათ შორის, ექსკლუზიური შეთავაზებებისა და “Dressup” ბარათთან დაკავშირებული საინფორმაციო ხასიათის SMS შეტყობინებების მიწოდების მიზნით. ამ მიზნების განსახორციელებლად შპს „თრეიდლაინ“-ი მომხმარებლებს აჯგუფებს გარკვეული სეგმენტების მიხედვით. ამგვარ დაჯგუფებას კომპანია იყენებს კლიენტების საჭიროებების შესასწავლად და მათთვის სასარგებლო და ხელსაყრელი გადაწყვეტილებების მისაღებად. პროდუქტებისა თუ მომსახურების შემუშავებისა და შეთავაზებისას კომპანია ითვალისწინებს კლიენტების სხვადასხვა სეგმენტის მახასიათებლებს, რაც მათთან ურთიერთობის სწორად წარმართვაში ეხმარება.

მომხმარებელი უფლებამოსილია, მოთხოვნის შემთხვევაში, შპს „თრეიდლაინ“-ისგან მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, კერძოდ, რა მონაცემები მუშავდება, რა არის მათი დამუშავების მიზანი და სამართლებრივი საფუძველი, ინფორმაცია მონაცემთა შეგროვების წყაროსა და მონაცემთა გადაცემის შესახებ, მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების შესახებ, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის, პროფაილინგის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და იმ ლოგიკის შესახებ, რომელიც გამოიყენება ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად და მონაცემთა დამუშავების მოსალოდნელი/სავარაუდო შედეგის თაობაზე. მომხმარებელი უფლებამოსილია გაეცნოს მათ, უსასყიდლოდ მიიღოს ამ მონაცემების ასლები (გარდა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), მოითხოვოს მონაცემთა გასწორება/განახლება, მონაცემთა დამუშავებაზე გაცემული თანხმობის გამოხმობა ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე, მონაცემთა დამუშავების ან/და პროფაილინგის შეწყვეტა, მონაცემთა წაშლა ან/და განადგურება, მონაცემთა დაბლოკვა, მონაცემთა გადატანა ან/და არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის წარმოშობს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს. მომხმარებელი უფლებამოსილია, აღნიშნულ უფლებათა დარღვევის შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, სასამართლოს ან/და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს. გასათვალისწინებელია, რომ შპს „თრეიდლაინ“-ი მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც მომხმარებელს შესაძლოა შეეზღუდოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივი მიწოდების, გაცნობისა და ასლის გაცემის, გასწორების, განახლების ან/და შევსების, გადატანის უფლება, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების (მათ შორის პროფაილინგის და ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების) შეწყვეტის, განადგურების, დაბლოკვის ან/და წაშლის, თანხმობის გამოხმობის უფლებით სარგებლობა. ზემოხსენებული ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სახელშეკრულებო ურთიერთობის/მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის და სხვა სამართლებრივი აქტებიდან გამომდინარე.

შპს „თრეიდლაინ“-ის მხრიდან მიღებულია შესაბამისი ორგანიზაციულ-ტექნიკური ზომები, რათა დაცული იყოს მისი კონტროლის ქვეშ არსებული პერსონალური მონაცემები არაუფლებამოსილი წვდომისგან, არასწორი გამოყენებისა და გამჟღავნებისგან, არაუფლებამოსილი მოდიფიცირების, უკანონო განადგურების ან შემთხვევითი დაკარგვისგან. ყველა მონაცემი დაცულია უსაფრთხოების დონით, რაც საშუალებას აძლევს ხელი შეუწყოს მონაცემთა მთლიანობას და კონფიდენციალობას. მკაცრად კონტროლდება პერსონალური მონაცემებზე წვდომა და მხოლოდ ავტორიზებული პერსონალს აქვს დაშვება მომხმარებელთა მონაცემებზე, რასაც მინიმუმამდე დაყავს შესაძლო რისკები. კომპანია ახორციელებს რეგულარულ მონიტორინგს პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მიზნით. 

კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ “Dressup” ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მესამე პირის მიერ ბარათის გამოყენებაზე. “Dressup” ბარათის დაკარგვისას მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს შპს „თრეიდლაინ“-ის ნებისმიერ ფიზიკურ მაღაზიას ახალი ბარათის ასაღებად, რისთვისაც მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ უკანასკნელის საფუძველზე დაკარგული ბარათის ნომერი ჩასწორდება ახალი, გასაცემი ბარათის ნომრით. გაუქმებულ ბარათზე დაგროვილი ქულები ახალ ბარათზე დაპორტირდება.

მომხმარებელი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს “Dressup” ბარათის გაუქმება და კომპანიის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე. ამისათვის საჭიროა, მომხმარებელი გამოცხადდეს შპს „თრეიდლაინ“-ის ნებისმიერ ფიზიკურ მაღაზიაში და კონსულტანტთან დააფიქსიროს ბარათის გაუქმების სურვილი. შპს „თრეიდლაინ“-ი ვალდებულია დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის თაობაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

  1. არსებობს მონაცემთა დამუშავების საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი;
  2. მონაცემები მუშავდება სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთების მიზნით;
  3. მონაცემთა დამუშავება აუცილებელია გამოხატვის ან ინფორმაციის თავისუფლების უფლების განსახორციელებლად.

კომპანია იტოვებს უფლებას, ბარათზე თაღლითური სქემების/ოპერაციების შემჩნევის შემთხვევაში, ცალმხრივად გააუქმოს “Dressup” ბარათი.

შპს „თრეიდლაინ“-ი მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს ბარათის გააქტიურებიდან მთელი პერიოდის განმავლობაში და ბარათის გაუქმების შემდეგ მონაცემთა დამუშავება გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტესა და სისწორეზე. მომხმარებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში შეატყობინოს კომპანიას ტელეფონის ნომრის ცვლილება.

წინამდებარე კონფიდენციალურობის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის ცვლილების შესაბამისად. შპს „თრეიდლაინ“-ი უფლებამოსილია ასეთი ცვლილება განახორციელოს ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე. წინამდებარე დოკუმენტში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება https://dressup.ge-ზე. დამატებით, მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელების შესახებ მომხმარებლებს SMS სახით ეცნობებათ ცვლილების შესახებ.

წინამდებარე პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პოლიტიკაზე თანხმობა აუცილებელია “Dressup” ბარათის გააქტიურებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელზე არ გაიცემა აღნიშნული ლოიალობის ბარათი და ვერ ისარგებლებს მისი ბენეფიტებით.

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აქტიური ქმედებით თანხმობას განუცხადებს კომპანიას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების თაობაზე, შპს „თრეიდლაინ“-ი პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დაამუშავებს მომხმარებლის შემდეგ მონაცემებს: ტელეფონის ნომერი ან/და ელ. ფოსტა. 

მარკეტინგული შეთავაზებების დაგზავნის მიზნით, კომპანიასთან ურთიერთობაში მყოფი დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი არის: 

  1. შპს „ვიფიშერი“  (ს/კ: 400147337), ტელ: +995 598185556.

მომხმარებელი უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე გაცხადებული თანხმობა ნებისმიერ დროს უკან გამოიხმოს https://dressup.ge/dressupcard/-ზე ან https://portal.dressup.ge/-ზე(სადაც თანხმობას აცხადებს) შესაბამისი ღილაკის მონიშვნით ან შეტყობინების მიღებისას SMS OFF (SMS შეტყობინებებზე) ან/და UNSUBSCRIBE-ის (ელ. ფოსტით მიღებულ მარკეტინგულ შეთავაზებებზე) ფუნქციის გამოყენებით. 

თანხმობის გამოხმობის უფლების განხორციელების ზემოთ მითითებული ნებისმიერი ფორმა/წესი არის უფასო.

მომხმარებლის ტელეფონის ნომრის ან/და ელ. ფოსტის პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება ხორციელდება მომხმარებლის მიერ თანხმობის განცხადებიდან მთელ პერიოდში მანამ, სანამ მომხმარებელი თანხმობას არ გამოიხმობს. 

კომპანია ვალდებულია მომხმარებლის მიერ თანხმობის გაცემისა და თანხმობის გამოხმობის დრო და ფაქტი აღრიცხოს და შეინახოს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების ვადით და პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.

მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოხმობის ფაქტის დაფიქსირებისას, კომპანია შეწყვიტავს მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.

მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით შეტყობინებათა დაგზავნის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ გულისხმობს, რომ მომხმარებელს არ მიუვა საინფორმაციო სახის შეტყობინებები “Dressup” ბარათთან დაკავშირებით. 

Dressup ბარათის პირობები

1. ბარათის მიღება შესაძლებელია დრესაპის ნებისმიერ მაღაზიაში ან ონლაინ შოპინგისას 150 ან მეტი ლარიან შენაძენზე. ონლაინ შენაძენის შემთხვევაში მომხმარებელი ბარათს მიიღებს შეკვეთილ პროდუქციასთან ერთად

2. ბარათის ბენეფიტებით სარგებლობისთვის აუცილებელია მომხმარებელმა გაიაროს QR რეგისტრაცია და გაიაქტიუროს ბარათი.

3. დაგროვების სქემა მოიცავს საფეხურებს, როგორც ფასდაკლების, ისე ქულების. საფეხურები მოიცავს მომხმარებლის მიერ ჯამურად დახარჯულ თანხას, რაც გულისხმობს: 

  1. როდესაც მომხმარებელი შეძენისას ატარებს ლოიალობის ბარათს, მის მიერ გადახდილი თანხა უგროვდება ბალანსზე და ჯამურად გადახდილი თანხის შესაბამისად განესაზღვრება ლოიალობის საფეხური; 
  2. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა ბარათი გაატაროს როგორც ახალი, ასევე ფასდაკლებული პროდუქციის შეძენისას, რადგან მის მიერ გადახდილი ნებისმიერი თანხა განსაზღვრავს ლოიალობის საფურს;
  3. შესაბამისად თუ მომხმარებელს ჯამურად გადახდილი აქვს 500 ლარზე ნაკლები, იგი შეძლებს ისარგებლოს მხოლოდ 3%-იანი ქულების დაგროვების სისტემით;
  4. თუ მომხმარებელს ჯამურად დახარჯული აქვს 500-2000 ლარამდე, იგი შეძლებს ისარგებლოს როგორც 5%-იანი ფასდაკლებით, ისე 4% ქულების დაგროვებით.

4. ქულების დაგროვება შესაძლებელია დრესაპის ყველა მაღაზიაში და ონლაინ შენაძენისას.

5. ქულების დაგროვება და ბარათის ფასდაკლებით სარგებლობა ხდება მხოლოდ არაფასდაკლებულ პროდუქციაზე (არ ხდება: ფასდაკლებულ პროდუქციაზე, სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენისას და დრესაპის სხვა მომსახურების სერვისებზე (სერვისები: მაისურების პრინტი, სამოსის გადაკეთება, ქარგვა, საგარანტიო მომსახურება ა.შ).

6. დრესაპ ბარათი არ ტარდება სასაჩუქრე ვაუჩერის შეძენისას. შეძენილი სასაჩუქრე ვაუჩერის განაღდების შემთხვევაში, შენაძენზე შესაძლებელია გატარდეს ლოიალობის ბარათი ქულების დასაგროვებლად და ფასდაკლების მისაღებად.

7. დარიცხული ქულები აისახება მომენტალურად, თუმცა მისი გააქტიურება და გამოყენება შესაძლებელია 3 სამუშაო დღეში (თუ მოხდება შეძენილი პროდუქტის დაბრუნება 3 დღეზე ადრე ვადაში, ტრანზაქციის შესაბამისი ქულების ჩამოკლება მოხდება დაბრუნების მომენტში ბალანსზე არსებული ქულებიდან, რომელიც დაკორექტირდება 3 დღის ვადის ამოწურვის შემდგომ, ხოლო ონლაინის შემთხევაში 2 კვირის ვადაში).

8. დაგროვილი ქულების და საფეხურების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია როგორც დრესაპის ყველა ფილიალში, ისე ონლაინ პირად კაბინეტში http://dressup.ge/dressupcard/

9. თუ მომხმარებლის ბარათი არ გამოყენებულა 24 თვის განმავლობაში,  მის მიერ დაგროვილი ქულების ანულირდება და ლოიალობის საფეხური დაუბრუნდება პირველ საფეხურს.

10. დაგროვილი ქულებით სარგებლობის ვადა არის 2 წელი. თუ მომხმარებელი 2 წლის განმავლობაში არ გახარჯავს მის მიერ დაგროვილ ქულებს, ქულები ანულირდება. 

11. გასაუქმებელი ქულებისა და ბენეფიტების შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი მიიღებს 1 თვით ადრე.

12. მაღაზიაში ქულების და ბარათის ფასდაკლების მისაღებად, ნებისმიერი შენაძენისას, თანხის გადახდამდე მომხმარებელმა უნდა წარადგინოს ბარათი სალაროსთან ან უბრალოდ უთხრას მაღაზიის თანამშრომელს თავისი პირადი ან დრესაპ ბარათის ნომერი. 

13. ონლაინ შენაძენისას ქულების და ბარათის ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია მომხმარებელმა მიაბას ბარათი თავის ექაუნთს, "ჩემი დრესაპ ბარათი"-ის ველიდან.

14. მომხმარებლის მიერ დრესაპ ბარათის გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, განხორციელდება დრესაპ ბარათზე დაგროვილი ქულების და ლოიალობის საფეხურის ანულირება. იმავე მომხმარებლის მიერ დრესაპ ბარათის ხელახლა გახსნის შემთხვევაში, გაუქმებულ (ძველ) ბარათზე დაგროვილი ქულები/ლოიალობის საფეხური არ ექვემდებარება განახლებას და პორტირებას.

15. მომხმარებლის გარდაცვალების შემთხვევაში, დრესაპ ბარათი ექვემდებარება გაუქმებას და მასზე დაგროვილი ქულები ანულირდება. დაუშვებელია აღნიშნული ქულების სხვის მიერ (მეგობარი, ოჯახის წევრი და სხვ.) გამოყენება ან სხვა ბარათზე პორტირება.

16. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ დრესაპ ბარათის დაკარგვის შემთხვევაში მესამე პირის მიერ ბარათის გამოყენებაზე. დრესაპ ბარათის დაკარგვისას მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს შპს „თრეიდლაინ“-ის ნებისმიერ ფიზიკურ მაღაზიას ახალი ბარათის ასაღებად, რისთვისაც მომხმარებელმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ამ უკანასკნელის საფუძველზე დაკარგული ბარათის ნომერი ჩასწორდება ახალი, გასაცემი ბარათის ნომრით. გაუქმებულ ბარათზე დაგროვილი ქულები ახალ ბარათზე დაპორტირდება.

ქულების გახარჯვა

17. დრესაპის 1 ქულა = 1 ლარს. 

18. ქულების გახარჯვა შესაძლებელია ნებისმიერ პროდუქტზე დრესაპის ყველა ფილიალში, გარდა სასაჩუქრე ბარათებისა.

19. ონლაინ შენაძენისას ქულების გახარჯვა არ არის შესაძლებელი.

20. ქულების გახარჯვისას მომხმარებელი სარგებლობს ყველა მიმდინარე აქციით და გადასახდელი თანხა განისაზღვრება მისი საბოლოო ღირებულებიდან.

21. ქულების გახარჯვისთვის აუცილებელია მომხმარებელმა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

22. ქულებით გადახდისას უნდა მოხდეს სრული ღირებულების ქულით გადახდა.

23. ქულებით შეძენილი პროდუქტების დაბრუნება არ ხდება.

24. ქულებით შეძენილი პროდუქტის გადაცვლაზე მოქმედებს სტანდარტული პირობები:

  1. გაცვლა შესაძლებელია იმავე ფასიან ან უფრო მაღალ ფასიან პროდუქციაზე (მაღალფასიანში გადაცვლის შემთხვევაში მომხმარებელმა სხვაობა აუცილებლად უნდა დაფაროს ქულების საშუალებით).

25. ქულებით შეძენილ პროდუქციაზე ქულები არ გროვდება.

26. მომხმარებლის მიერ ქულების გადახარჯვისას (იმაზე მეტი ქულების დახარჯვისას, რაც მომხმარებელს ბარათზე აქვს), მომხმარებელი ვალდებულია ამგვარი ხარვეზის შესახებ აცნობოს კომპანიას. თუ დადგინდა, რომ გახარჯვის მომენტში მომხმარებელს არ ჰქონდა საკმარისი ქულები და მათი გადახარჯვის მიზეზი წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს, გადახარჯული ქულები დაიფარება მომდევნო გადახდებით დაგროვილი ქულების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, მოხდება ინდივიდუალი შემთხვევის შესაბამისი განხილვა

პროდუქტი დაემატა სურვილების სიას