სათვალე
კარგი სათვალე გარდერობის ერთ-ერთი აუცილებელი აქსესუარია – ის ფუნქციურადაც მნიშვნელოვანია და ნებისმიერ სტილსაც განსაკუთრებულ, ინდივიდუალურ შტრიხს მატებს. Dressup.ge-ზე აღმოაჩენ ცნობილი ბრენდების მამაკაცის სათვალეების მრავალფეროვან კოლექციას. თითოეული მათგანი გათვლილია დაგეხმაროს ზამთარ-ზაფხულ დაიცვა თვალები მზის სხივებისგან და, ამავდროულად, ყოველთვის საუკეთესოდ გამოიყურებოდე. ჩვენთან ყველა მოდელი ბრენდის ორიგინალია და მაღალი ხარისხის მასალებითაა დამზადებული.
სტილის მრავალფეროვანი არჩევანი
სწორად შერჩეული კაცის სათვალე მფლობელის ინდივიდუალიზმსა და ხასიათს უსვამს ხაზს. ჩვენს კოლექციაში იპოვი სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის მზის სათვალეებს. დაგხვდება როგორც კლასიკური, მუდმივად აქტუალური მოდელები, ასევე უფრო თამამი, თანამედროვე სტილის სათვალეები. შეარჩიე ისეთი ბრენდისგან, როგორებიცაა SAVALI, VANS, OKKIA, და ა.შ. - და შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ მოდელი ყველა სიტუაციაში გემსახურება.
როგორ შეარჩიო მამაკაცის სათვალე ონლაინ?
Dressup.ge-ზე შენთვის სასურველი მოდელის პოვნა და შეძენა ძალიან მარტივია. თუ ვერ გადაგიწყვეტია, რომელი სათვალე მოგიხდება, თბილისის მასშტაბით შეგიძლია ისარგებლო „მოირგე“ სერვისით. შეარჩიე რამდენიმე მოდელი, რომლებსაც ჩვენი კურიერი მოგიტანს და ადგილზევე მოიზომებ. შემდეგ შეგიძლია დაიტოვო ის ერთი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა, დანარჩენს კი კურიერს უკან გამოატან. ასე გექნება გარანტია, რომ ნამდვილად საუკეთესო არჩევანს აკეთებ. თანაც, ჩვენი სტანდარტული მიწოდება საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასოა.
ხარისხი, რომელსაც ენდობი
ჩვენთან წარმოდგენილია ბრენდები, რომლებმაც დიდი ხანია მომხმარებლის ნდობა და სიყვარული მოიპოვეს ხარისხითა და სტილის მრავალფეროვნებით - მათ შორის Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess და Levi’s. ყველა მზის სათვალე დამზადებულია გამძლე მასალებისგან და უზრუნველყოფს თვალის საიმედო დაცვას ულტრაიისფერი სხივებისგან. სწორი მოვლის შემთხვევაში, ეს სათვალეები წლების განმავლობაში ინარჩუნებს პირვანდელ სახეს.